1. თანამდებობიდან გადადგომა (გადადგება) / წასვლა; თანამდებობაზე უარის თქმა; to resign office თანამდებობიდან / სამსახურიდან გადადგომა; he resigned his commission მან ოფიცრის წოდებაზე უარი თქვა; იგი ოფიცრობიდან გადადგა;
2. უარის თქმა (უარს იტყვის) უფლებაზე, პრივილეგიაზე და ა.შ.; to resign a claim მოთხოვნაზე / პრეტენზიაზე უარის თქმა; the doctor resigned all hope ექიმმა ავადმყოფის გამოჯანმრთელების ყველა იმედი გადაიწყვიტა / გადაიწურა;
3. ჭადრ. დანებება (˂და˃ნებდება), პარტიის დათმობა (შამათის გამოცხადების გარეშე);
▭ to resign oneself to smth. 1) რაიმეს (ჩვეულ. არასასიამოვნო ფაქტს, მოვლენას და ა.შ.) შერიგება (˂შე˃ურიგდება) / შეგუება; she resigned herself to her fate ქალი ბედს შეეგუა / შეურიგდა; I have to resign myself to living alone მარტო ცხოვრებას უნდა შევეგუო; we must resign ourselves to doing without it ამის გარეშეც უნდა გავართვათ თავი;
2) იშვ. რაიმეს დაყოლა (დაჰყვება) / დამორჩილება; to resign oneself to another's control ვისიმე გავლენის ქვეშ / კონტროლქვეშ მოქცევა; she resigned herself to his will მის ნება-სურვილს დაჰყვა;
3) ʘ რაიმეს მიეცა / თავი მისცა; to resign oneself to sleep ʘ ძილს მიეცა; to resign oneself to meditation ʘ ფიქრებს მიეცა, ფიქრებში წავიდა.