1. 1) რისამე უარყოფა (უარყოფს), რაიმეზე უარის თქმა; he repudiated all offers of friendship მან მეგობრობის ყველა შემოთავაზება უარყო / არც ერთი შემოთავაზება არ მიიღო; to repudiate one's father საკუთარ მამაზე უარის თქმა; to repudiate the property საკუთრებაზე უარის თქმა;
2) ვალდებულების და მისთ. შესრულებაზე უარის თქმა (უარს იტყვის);
2. ფაქტის და ა.შ. სისწორის / საფუძვლიანობის უარყოფა (უარყოფს), უკუგდება; the minister repudiated allegations of human rights abuses მინისტრმა უარყო განცხადებები ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ;
3. იშვ. განქორწინება (განქორწინდება), გაყრა (უპირატ. ითქმის მამაკაცის შესახებ); he repudiated his first wife and married another woman იგი თავის პირველ ცოლს გაეყარა და სხვა ქალი შეირთო.