1. რაც რაიმეს, ვინმეს გაგახსენებს / მოგაგონებს (მაგ. ესა თუ ის ნივთი, მოვლენა და ა.შ.); this incident served as a reminder of how dangerous mountaineering can be ამ ინციდენტმა / უბედურმა შემთხვევამ შეგვახსენა, თუ რა სახიფათო შეიძლება იყოს მთამსვლელობა;
2. წერილობითი შეხსენება (გადასახადის გადახდის ვადის და მისთ. თაობაზე); we received a reminder that we hadn't paid the electricity bill წერილობითი შეხსენება მივიღეთ იმის თაობაზე, რომ ელექტროენერგიის საფასური არ გვქონდა გადახდილი.