1. (აგრ. in, up) კოჭაზე / ბობინაზე დახვევა (˂და˃ახვევს) [იხ. აგრ. ▭];
2. 1) ბარბაცი (ბარბაცებს), ბარბაცით სიარული, ბანცალი (სიმთვრალისგან, თავბრუსხვევისგან და ა.შ.); the two reeled out of the bar arm in arm ის ორი ბარიდან ხელიხელგაყრილები გამობარბაცდნენ;
2) დატრიალება (დატრიალდება) ხშ. გადატ.; the room reeled before my eyes and I fainted ოთახი დატრიალდა ჩემს თვალწინ და გონება დავკარგე;
3. რყევა (ირყევა), რხევა (ითქმის შენობის, გემის და მისთ. შესახებ); the tower reeled under the shock კოშკი ბიძგისგან შეირყა; the ship reeled under the force of waves ძლიერი ტალღებისგან გემი აქეთ-იქით ეხეთქებოდა / ენარცხებოდა;
4. ʘ გაოგნებულია, თავგზააბნეულია; შოკირებულია; the party is still reeling from its recent election defeat პარტია ჯერაც ვერ გამორკვეულა ამასწინანდელ არჩევნებზე დამარცხებისგან;
▭ to reel in 1) თევზის ამოყვანა (ამოიყვანს) მკედის კოჭაზე დახვევით;
2) მიზიდვა (˂მი˃იზიდავს), მოხიბვლა, ყურადღების მიპყრობა [იხ. აგრ. 1];
to reel smth. off რისამე სწრაფად / დაუფიქრებლად თქმა (იტყვის) ან გამეორება; she reeled off a long list of names მან სულმოუთქმელად ჩამოარაკრაკა სახელების გრძელი სია.