1. ჩანაწერი; წერილობითი ანგარიში; to destroy records ჩანაწერების განადგურება; historical records საარქივო ჩანაწერები; this is the record that I wanted ეს ის ჩანაწერია, რომელიც მე მინდოდა; to make a record of smth. რისამე ჩაწერა; to keep a record of a conversation საუბრის ჩანაწერის წარმოება [შდრ. აგრ. 2 1)]; I can find no record of it წერილობითი სახით ვერსად მოვიძიე; to be on record ʘ დოკუმენტურად დადასტურებულია, წერილობით დაფიქსირებულია [შდრ. აგრ. 3 1) და ◇]; this is the hottest summer on record ყველაზე ცხელი ზაფხულია, რაც კი აქამდე დაფიქსირებულა; it is on record that ... ცნობილია, რომ ...; medical / health / record მედ. პაციენტის ავადმყოფობის ისტორია; the information we have on record ინფორმაცია, რომელიც ჩვენს ხელთაა;
2. 1) აღრიცხვა, დაფიქსირება, რეგისტრაცია; to keep a record of road accidents საგზაო შემთხვევების აღრიცხვა [შდრ. აგრ. 1]; there was no record of any man with those initials ასეთი ინიციალებით არავინ იყო დაფიქსირებული; record of attendances დამსწრეთა სია / რეგისტრაცია; his record of attendances is bad იგი ხშირად აცდენს / არ ესწრება;
2) pl დოკუმენტაცია; სააღრიცხვო ანგარიშგებითი დოკუმენტები; ანგარიშგებითი მასალები; მონაცემები; field records სპეც. საველე ჟურნალის მონაცემები; საველე მონაცემები; public records საჯარო ხასიათის მონაცემები (ვისიმე დაბადების, გარდაცვალების და ა.შ. შესახებ);
3. 1) ოქმი, ჩანაწერი (სხდომისა, ცდისა, გვამის გაკვეთისა და მისთ.); სტენოგრამა; ოფიციალური დოკუმენტი; official record ოფიციალური დოკუმენტი; on / upon, in / record ოქმში შეტანილი, რეგისტრირებული [შდრ. აგრ. 1 და ◇]; to enter on the records ოქმში შეტანა; I want to be on record as having ... გთხოვთ შეიტანოთ ოქმში, რომ მე ...; abstract of record ამონაწერი ოქმიდან; record of evidence მოწმის დაკითხვის ოქმი;
2) pl იურ. საქმის წერილობითი მასალები;
3) pl არქივი; records of the Foreign Office საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივი; keeper of the records არქივარიუსი, რეგისტრატორი;
4. 1)
ვისიმე, რისამე წარსული; a good [a bad] record კარგი [ცუდი] წარსული; he made a fluff when he called attention to his record
იგი შეცდა, როდესაც თავის წარსულზე გაამახვილა ყურადღება; smb.'s track record ვისი
მე დოსიე / წარსული მიღწევების ნუსხა; ვისი
მე ნამსახურობის ნუსხა; criminal record კრიმინალური წარსული, წარსულში ჩადენილ დანაშაულთა ნუსხა;
2) მიღწევები; მოღვაწეობის შედეგები; the committee's record to date კომიტეტის მიღწევები დღევანდლამდე; the committee's record is not unimpressive კომიტეტმა საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა;
5. 1) სპორტ. რეკორდი; to break / to beat / the record რეკორდის მოხსნა; to set a new record ახალი რეკორდის დამყარება; to equal / ამერ. აგრ. to tie / the record რეკორდის გამეორება; an all-time record ყველა დროის რეკორდი, დიდი ხნის მოუხსნელი რეკორდი; two records fell ორი რეკორდი მოიხსნა; an Olympic record ოლიმპიური რეკორდი; to hold a record ʘ რეკორდსმენია, რეკორდის მფლობელია; her record has stood for years მისი რეკორდი წლების განმავლობაში არ მოხსნილა;
2) რისამე ხარისხის, რაოდენობის და ა.შ. სარეკორდო / უკიდურესად მაღალი ან დაბალი მაჩვენებელი / დონე;
6. 1) გრამფირფიტა; long-playing record, LP record ხანგრძლივდასაკრავი ფირფიტა;
2) აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი; sound record ფონოგრამა; sound-and-picture record ფოტოფონოგრამა;
7. ისტორიული ძეგლი (ითქმის ქანდაკების, ნახატის, ხელნაწერის და მისთ. შესახებ); written record წერილობითი ძეგლი; the records of medieval life in the British Museum ბრიტანეთის მუზეუმში დაცული შუასაუკუნეების ექსპონატები; to put / to place oneself / on record საკუთარი თავის უკვდავყოფა, ისტორიაში კვალის დატოვება [შდრ. აგრ. ◇];
8. (the) უპირატ. იურ. საქმის არსი; to keep to the record ʘ საქმის არსს მიჰყვება, საქმის არსიდან არ უხვევს; to travel out of the record საქმის არსიდან გადახვევა;
9. იურ., ბიბლ. დამოწმება, დადასტურება; მოწმე; to bear record to ფაქტების ჭეშმარიტების დამოწმება / დადასტურება; I can bear record to his good character შემიძლია დავადასტურო მისი კეთილსინდისიერება; to call / to take / to record მოწმედ მოყვანა / მოხმობა; God is my record that ... ღმერთია მოწამე, რომ ...;
10. მოძვ., პოეტ. მეხსიერება; to pass from record მეხსიერებიდან წაშლა; უკვალოდ გაქრობა;
11. კომპ. ჩანაწერი (ინფორმაციული ერთეული ზოგიერთ პროგრამირების ენაში);
⌇ record collection გრამფირფიტების კოლექცია; record company ხმის ჩამწერი კომპანია; Record Office სახელმწიფო არქივი (ინგლისში);
◇ on (the) record ოფიციალური; საჯარო, ღია; საჯაროდ გამოცხადებული; პრესაში გამოსაცხადებლად განკუთვნილი (ითქმის განცხადების და მისთ. შესახებ) [შდრ. აგრ. 1 და 3 1)]; to place on record დაფიქსირება; I want to place on record that ... მინდა ღიად განვაცხადო, რომ ...; to go / to put oneself / on record ოფიციალურად განცხადება; პრესისთვის განცხადების გაკეთება [შდრ. აგრ. 7]; off the record კონფიდენციალური, არაოფიციალური, პრესისათვის / პროტოკოლისათვის რომ არ არის განკუთვნილი; I'd like to emphasize that anything said here is strictly off the record მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ყოველივე აქ თქმული კონფიდენციალურია / არაოფიციალურია; of record ა) დაფიქსირებული; ჩაწერილი; a matter of record დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი; a partner of record ოფიციალური პარტნიორი; ბ) ყველასთვის ცნობილი, ცხადი; their enmity was a matter of record for years მათი მტრობის ამბავი დიდი ხანია ყველასათვისაა ცნობილი; გ) სანდო, ავტორიტეტული (ითქმის საინფორმაციო წყაროს შესახებ); a newspaper of record ავტორიტეტული გაზეთი; record of service ნამსახურობის სია; to keep the record straight სიმართლის დამახინჯების არდაშვება / აღკვეთა; to set / to put / the record straight ა) ოქმში, დოკუმენტში და მისთ. შესწორების შეტანა; ბ) შეცდომის გასწორება; გაუგებრობის აღმოფხვრა; გ) რისამე შესახებ სიმართლის თქმა; რაიმეში სიცხადის შეტანა; I want to set the record straight ≅ მინდა აგიხსნათ, რომ თქვენ ცდებით; for the record ა) ოფიციალური განცხადებისთვის / გამოქვეყნებისთვის; ბ) საუბ. ცნობისათვის; სხვათა შორის; for the record, I have never been there ცნობისთვის, არასდროს ვყოფილვარ იქ; to sound like a broken record მოშლილი გრამფირფიტასავით ერთსა და იმავეზე ლაპარაკი / ერთი და იმავე რამის გამეორება.