1. შიშისაგან, მოულოდნელი ტკივილისაგან და ა.შ. შეკრთომა (˂შე˃კრთება), შეხტომა, ერთბაშად უკან დახევა; she recoiled from his touch ქალი მისი შეხებისაგან მოულოდნელად შეკრთა; she recoiled in horror თავზარდაცემულმა უკან დაიხია [შდრ. აგრ. 2 1)];
2. 1) (ძრწოლით, ზიზღით და მისთ.) ამა თუ იმ აზრის და ა.შ. უკუგდება (უკუაგდებს); თავის არიდება; თავიდან აცილება; she tends to recoil making difficult decisions იგი თავს არიდებს რთული გადაწყვეტილებების მიღებას; she recoiled from the idea of betraying her own brother მან ძრწოლით უკუაგდო საკუთარი ძმის ღალატის აზრიც კი; he recoiled in horror at the thought of it ძრწოლით უკუაგდო ეს აზრი [შდრ. აგრ. 1];
2) ʘ ეჯავრება, ეზიზღება, ძრწის; to recoil from doing smth. ʘ ეჯავრება რისამე გაკეთება; to recoil from the sight of smth. რისამე დანახვაზე შეძრწუნება;
3. სამხ. 1) უკუგორვის / უკუსრიალის მოხდენა (˂მო˃ახდენს) ითქმის ქვემეხის და ა.შ. შესახებ; he was injured when the gun recoiled ქვემეხის უკუგორვისას იგი დაშავდა;
2) უკუცემის მოხდენა (˂მო˃ახდენს) ითქმის თოფის და ა.შ. შესახებ;
4. (on, upon) 1) რიკოშეტით მოხვედრა (
˂მო
˃ხვდება), უკანვე დაბრუნება;
2) გავლენის მოხდენა (˂მო˃ახდენს) / ასახვა; საპასუხო რეაქციის ქონა; his meanness recoiled upon his own head საკუთარი სულმდაბლობა უკანვე დაუბრუნდა / საკუთარ თავზევე იწვნია;
5. იშვ. უკან დახევა (˂და˃იხევს), უკუქცევა (მოწინააღმდეგის წინაშე).