1. ვისიმე, რისამე ცნობა (იცნობს), ამოცნობა; I recognized her from her picture ქალი სურათიდან ვიცანი; it was malaria, but the doctor hadn't recognized the symptoms ეს მალარია იყო, მაგრამ ექიმმა მისი სიმპტომები / ნიშნები ვერ ამოიცნო; do you recognize this tune? გეცნობათ ეს მელოდია?
2. რისამე მიხვედრა (˂მი˃ხვდება), გაცნობიერება; nobody recognized how urgent the situation was ვერავინ ვერ მიხვდა / გააცნობიერა, თუ რამდენად სასწრაფო რეაგირებას მოითხოვდა შექმნილი ვითარება;
3. 1) ცნობა (ცნობს), აღიარება; I don't recognize your authority თქვენს უფლებამოსილებას არ ვცნობ; she's a recognized authority on the subject ქალი აღიარებული ავტორიტეტია ამ საკითხთან დაკავშირებით; they recognized him / he was recognized / as the lawful heir იურ. იგი კანონიერ მემკვიდრედ აღიარეს;
2) დიპლ. ქვეყნის, მთავრობის და ა.შ. ცნობა (ცნობს), აღიარება; nine countries recognized the island's new government ცხრა ქვეყანამ ცნო / აღიარა კუნძულის ახალი მთავრობა;
4. წარმატებულად მიჩნევა (მიიჩნევს); ცნობა, აღიარება; his novel was eventually recognized as a work of genius მისი რომანი საბოლოოდ მიიღეს / აღიარეს როგორც გენიოსის ქმნილება;
5. (კრების და ა.შ. თავმჯდომარის მიერ) ვინმესთვის სიტყვის / სიტყვით გამოსვლის უფლების მიცემა (მისცემს); to be recognized ʘ სიტყვა მისცეს.