ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

receive verb
[rɪʹsi:v]
ბეჭდვა

I

1. 1) რისამე მიღება (˂მი˃იღებს); to receive a letter [a present] წერილის [საჩუქრის] მიღება; to receive information [thanks, complaints] ინფორმაციის [მადლობის, საყვედურების] მიღება; to receive an answer პასუხის მიღება; to receive the OK თანხმობის / ნებართვის მიღება;

2) მიღება (˂მი˃იღებს), შეძენა (განათლებისა და ა.შ.); he received a good education მან კარგი განათლება მიიღო; to receive one's bachelorhood ბაკალავრის წოდების მიღება, ბაკალავრად გახდომა;

2. 1) სხეულის დაზიანება (˂და˃იზიანებს), დაშავება; ტკენა; to receive severe injuries მძიმე ტრავმის / დაზიანების მიღება; he received one wound in the left leg ერთი ჭრილობა მარცხენა ფეხზე მიიღო; to receive a broken nose ʘ ცხვირი გაიტეხა;

2) ვინმესთვის დახმარების გაწევა (˂გა˃უწევს) / აღმოჩენა; he received immediate attention from the doctor ექიმმა მას დაუყოვნებლივ აღმოუჩინა დახმარება; he received an injection ინიექცია გაუკეთეს; to receive hospital treatment ʘ ჩაუტარდა სტაციონარული მკურნალობა;

3. ამა თუ იმგვარად მიღება (˂მი˃იღებს) ინფორმაციისა და ა.შ.; he did not receive the news very cheerfully არც ისე ხალისიანად შეხვდა ამ ახალ ამბავს; the play was well received by the critics კრიტიკოსებმა პიესა მოიწონეს; his first book was not well received მის პირველ წიგნს წარმატება არ ხვდა წილად; your letter will receive our immediate attention კანც. დაუყოვნებლივ განვიხილავთ თქვენს წერილს;

receivables received

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0628