1. გახსენება (˂გა˃იხსენებს), მოგონება; she could not recall his name ქალი ვერ იხსენებდა მის სახელს; can you recall exactly what happened? შეგიძლიათ, ზუსტად გაიხსენოთ რაც მოხდა? as I recall, it was you who suggested this idea საუბ. როგორც მახსოვს, ეს აზრი შენ შემოგვთავაზე;
2. ʘ ახსენებს, აგონებს; to recall to mind / to one's memory / მეხსიერებაში აღდგენა; everything here recalls my youth to me აქ ყველაფერი ჩემს ახალგაზრდობას მაგონებს;
3. 1) უკან გაწვევა (˂გა˃იწვევს), გამოძახება (დეპუტატისა და ელჩისა და ა.შ.); country recalled its ambassador for consultations ქვეყანამ მისი ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია;
2) კვლავ გამოძახება (˂გამო˃იძახებს), დაბრუნება; he has been recalled to the national squad იგი კვლავ გამოიძახეს / დააბრუნეს ეროვნულ ნაკრებში;
3) სამხ. თადარიგიდან / რეზერვიდან გაწვევა (˂გა˃იწვევს); he was recalled to military duty სამხედრო სამსახურში თადარიგიდან / რეზერვიდან გაიწვიეს;
4. წუნდებული პროდუქციის უკან მოთხოვნა (მოითხოვს), დაბრუნება (
მწარმოებლის მიერ);
5. პოეტ. გამოცოცხლება (გამოაცოცხლებს), განახლება; აღდგენა; to recall smb. to life ვინმესთვის სიცოცხლის ხალისის დაბრუნება; to recall old quarrels from the past ძველი უთანხმოების განახლება; to recall a feeling ამა თუ იმ გრძნობის ხელახლა გაღვიძება / აღძვრა;
6. 1) (from) ამა თუ იმ მდგომარეობიდან გამოყვანა (გამოიყვანს); ყურადღების სხვა რამეზე გადატანა; to recall smb. from an occupation ვისიმე ამა თუ იმ საქმიანობას მოწყვეტა; to recall smb. from his dreams ვისიმე ოცნებებიდან გამოყვანა / მიწაზე დაბრუნება;
2) (to) რაიმესკენ დაბრუნება (˂და˃აბრუნებს), ყურადღების რაიმეზე მიპყრობა / მიქცევა; to recall smb.'s mind / attention / to a subject ვისიმე ყურადღების კვლავ ამა თუ იმ საკითხზე მიპყრობა; to recall smb. to the immediate situation ʘ აიძულა შექმნილი ვითარება გაეცნობიერებინა; to recall smb. to a sense of his responsibilities [of his duties] ვინმეში პასუხისმგებლობის [მოვალეობის] გრძნობის გაღვიძება / აღძვრა;
7. უკან წაღება (წაიღებს); to recall a gift [one's words] საჩუქრის [საკუთარი სიტყვების] უკან წაღება; to recall a promise საკუთარ დანაპირებზე უარის თქმა;
8. იურ. იშვ. გაუქმება (˂გა˃აუქმებს), ანულირება (ბრძანებისა, კანონისა, განაჩენისა და ა.შ.).