1. ნამდვილად, რეალურად, მართლა; სინამდვილეში; what do you really think about it? სინამდვილეში რას ფიქრობთ ამის შესახებ? tell me what really happened მითხარით, რა მოხდა რეალურად / სინამდვილეში; now I really must go ახლა ნამდვილად უნდა წავიდე; he really likes you მას მართლა მოსწონხარ;
2. ემოც.-გამაძლ. მეტად, ძალიან, უკიდურესად; I'm really sorry ძალიან ვწუხვარ; his letter really irritated her მისმა წერილმა ქალი უკიდურესად გააღიზიანა;
3. შორისდ. მნიშვნ. ნუთუ? მართლა? (გამოხატავს ინტერესს, გაკვირვებას და ა.შ.); "we're going to Japan next month" – "Oh, really?" "მომავალ თვეში იაპონიაში მივდივართ" – "მართლა?";
4. ხშ. გამოიყენება უარყოფით წინადადებებში ნათქვამის სიმძაფრის შესარბილებლად: it doesn't really matter ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს; დიდი არაფერია; "Did you enjoy the book?" – "Not really" "წიგნი მოგეწონა?" – "მაინცდამაინც არა";
5. გამოიყენება კითხვით წინადადებებში დასმულ შეკითხვაზე უარყოფითი პასუხის მისაღებად: do you really expect me to believe that? ნუთუ მართლა გგონია, რომ ამას დავიჯერებ?