ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

rank¹ II verb
[ræŋk]
ბეჭდვა

1. 1) კლასიფიკაციის მოხდენა (˂მო˃ახდენს), კლასიფიცირება; რეიტინგის მინიჭება; ამა თუ იმ კატეგორიისათვის მიკუთვნება; შეფასება; the tasks have been ranked in order of difficulty დავალებები სირთულის მიხედვით შეაფასეს; the university is ranked number one in the country უნივერსიტეტს პირველი ადგილი უჭირავს ქვეყნის მასშტაბით; she is currently the highest ranked player in the world ის დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე მოთამაშეა; to rank smb. as a great essayist ვისიმე დიდ ესეისტად მიჩნევა; to rank Dante above Shakespeare [football above baseball] დანტეს შექსპირზე [ფეხბურთის ბეისბოლზე] მაღლა დაყენება; I rank his abilities very high დიდად ვაფასებ მის ნიჭს;

2) ʘ ამა თუ იმ კატეგორიას / რიცხვს ეკუთვნის; to rank among the best ʘ უმაღლეს კატეგორიას მიეკუთვნება; საუკეთესო ადგილი უკავია; to rank among the Great Powers ʘ დიდ სახელმწიფოთა რიგს ეკუთვნის; to rank among the first ʘ ერთ-ერთი პირველთაგანია; archbishops rank with dukes არქიეპისკოპოსის წოდება ჰერცოგის წოდებას უტოლდება (უმცროს-უფროსობის დაწესებისას); to rank as a citizen მოქალაქის სტატუსის ქონა, მოქალაქეობრივი უფლებით სარგებლობა;

3) რეიტინგის ქონა (აქვს), ʘ ადგილი უჭირავს; at the height of her career she ranked second in the world კარიერის პიკზე, ქალს მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილი ეჭირა; the restaurant ranks among the finest in town რესტორანი ერთ-ერთი საუკეთესოა ქალაქში; this must rank with the greatest movies ever made ფილმი ყველა დროის საუკეთესო ფილმთა შორის უნდა მოხვდეს; to rank third ʘ მესამე ადგილი უკავია; to rank above [below] smb. ვინმეზე მაღლა [დაბლა] დგომა; to rank below the average ʘ საშუალო დონეზე დაბალია; to rank second to none ʘ პირველობას არავის უთმობს; ბადალი არ ჰყავს;

2. სამხ. 1) ʘ (წოდებით, თანამდებობით) ესა თუ ის ადგილი უჭირავს; a colonel ranks above a lieutenant colonel and below a brigadier general კოლონელი / პოლკოვნიკი წოდებით ვიცე-კოლონელზე / ვიცე- პოლკოვნიკზე მაღლა და ბრიგადის გენერალზე დაბლა დგას;

2) მერ. წოდებით, თანამდებობით უფრო მაღლა დგომა (დგას); a general ranks a captain გენერალი წოდებით კაპიტანზე მაღლა დგას;

3. მწკრივად დაწყობა (˂და˃აწყობს) / დალაგება, დამწკრივება; there were several pairs of boots ranked neatly in the hall კორიდორში კოხტად ეწყო რამდენიმე წყვილი ჩექმა;

rank¹ I rank²

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0162