1. ბილეთი, რომელიც მის მფლობელს წვიმის გამო ჩაშლილი / გადადებული მატჩის, შოუს და მისთ. მოგვიანებით ჩატარებისას დასწრების უფლებას აძლევს;
2. კომერც. ტალონი / კუპონი, რომელიც მყიდველს მოცემული მომენტისათვის მარაგში არარსებული საქონლის მიმდინარე ფასად მოგვიანებით შეძენის უფლებას აძლევს;
3. წვეულებაზე და მისთ. დაპატიჟების უფრო მოსახერხებელი დროისთვის გადადება; he declined the invitation to dinner, but asked for a rain check მან სადილზე დაპატიჟებაზე უარი თქვა, მაგრამ სხვა დროს / მოგვიანებით მოსვლის უფლება ითხოვა; to give a rain check (on smth.) (დაპატიჟებულისთვის) წვეულებაზე და მისთ. მოგვიანებით / უფრო მოსახერხებელ დროს დასწრების უფლების მიცემა (მოუცლელობის ან სხვა მიზეზის გამო დაპატიჟებაზე უარის თქმის შემთხვევაში); I can't come to dinner Tuesday but hope you'll give me a rain check სამშაბათს სადილად ვერ გეწვევით, მაგრამ იმედი მაქვს სხვა / უფრო მოსახერხებელ დროს მოსვლის უფლებას მომცემთ; to take a rain check (on smth.) (დაპატიჟებულის მიერ) წვეულებაზე და მისთ. მოგვიანებით / უფრო მოსახერხებელ დროს დასწრების უფლების (მო)თხოვნა (მოუცლელობის ან სხვა მიზეზის გამო დაპატიჟებაზე უარის თქმის შემთხვევაში); "are you coming for a drink?" – "Can I take a rain check? I must get this finished tonight" "დასალევად წამოხვალ?" – "იქნებ სხვა დროს იყოს? ამ საღამოსთვის ეს სამუშაო მაქვს დასამთავრებელი".