1. 1) (against) აგრ. სპორტ. შეჯიბრება (˂შე˃ეჯიბრება), გაჯიბრება; რბოლაში / რბენაში მონაწილეობა; to race against each other ერთმანეთს გაჯიბრება; I'll race you home მოდი შევეჯიბროთ სირბილით ვინ მიასწრებს / ვინ პირველი მივა სახლამდე;
2) სპორტ. ვინმესთან შეჯიბრება (˂შე˃აჯიბრებს), რბოლაში, დოღში და ა.შ. მონაწილეობის მისაღებად გამოყვანა;
2. 1) სწრაფად მოძრაობა (მოძრაობს); საითკენმე გაქანება; ʘ მიქრის; he raced up the stairs კიბეებზე ავარდა / აიქროლა; they raced home სახლისკენ გაქანდნენ / გავარდნენ; to race to meet smb. ვინმეს შესახვედრად გაქანება; the stream races down the valley წყლის ნაკადი სწრაფად მიედინება ხეობაში; his mind was racing გადატ. მისი გონება გამალებით მუშაობდა; თავში ათასი აზრი უტრიალებდა;
2) გაქანება (გააქანებს), სასწრაფოდ წაყვანა; the injured man was raced to the hospital დაჭრილი კაცი საავადმყოფოში გააქანეს;
3. ავტ. 1) ძრავას დიდი სიჩქარით მაღალი ბრუნთა რიცხვით ამუშავება (აამუშავებს), ძლიერი გაზის მიცემა (უქმი სვლისას); he started the car and raced the engine noisily მანქანა დაქოქა და ძრავა ააღრიალა;
2) ზებრუნით მუშაობა (მუშაობს), დასაშვებზე სწრაფ რეჟიმში მუშაობა (ითქმის ძრავას შესახებ); we could hear the engine racing გვესმოდა ძრავა ზებრუნით რომ მუშაობდა;