1. შეჯიბრება; he's determined to participate in the race მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება; the race for the presidency საპრეზიდენტო მარათონი; arms / armaments / race გამალებული შეიარაღება, შეიარაღების გამალებული ზრდა; a race for power [for wealth] ბრძოლა ძალაუფლებისათვის [სიმდიდრის მოსახვეჭად]; the race is on ბრძოლა დაწყებულია (პირველობისათვის, რისამე მოსაპოვებლად / მისაღწევად და ა.შ.); to be in a race for promotion ბრძოლა დაწინაურებისთვის;
2. სპორტ. 1) რბოლა; რბენა; he won the race easily რბოლა ადვილად მოიგო; eight race რბოლა რვაადგილიანი კლასის ნავებით (ნიჩბოსნობა); a horse race ცხენების რბოლა / დოღი; a 10k race ათ კილომეტრზე რბენა;
2) (the races) pl დოღი, რბოლები (უპირატ. ცხენებისა); to go to the races დოღზე / დოღის საყურებლად წასვლა;
3. 1) სწრაფი სვლა / დინება (მდინარისა და ა.შ.);
2) ძლიერი ნაკადი;
4. იშვ. ცხოვრების გზა; his race is nearly run მისი ცხოვრების გზა დასასრულს უახლოვდება;
5. = raceway 1;
6. ტექ. 1) ღარი, არხი;
2) საკისრის სარბენი გზა (გარე ან შიგა რგოლის ღარი);
◇ to be in the race ავსტრალ., ახ.-ზელანდ. წარმატების შანსის ქონა (ჩვეულ. უარყოფით წინადადებებში); a race against time / the clock / რბოლა დროის წინააღმდეგ; დროსთან ჭიდილი (რისამე მოსწრების გამალებული მცდელობა დროის მცირე მონაკვეთში).