1. დევნა, გამოდევნება, დადევნება; pursuit of the enemy მოწინააღმდეგის დევნა (განსაკ. წარმატებული იერიშის შემდეგ); in pursuit of game გარეული ფრინველის / ნადირის დევნაში [შდრ. აგრ. ◇];
2. ძიება; სწრაფვა, ლტოლვა; მცდელობა (რისამე მიღწევისა / მოპოვებისა); the pursuit of wealth [of happiness, of pleasure] სიმდიდრის [ბედნიერების, სიამოვნების] ძიება;
3. ჩვეულ. pl საქმიანობა, დროის სასიამოვნოდ გაყვანის საშუალება; hunting is his favourite pursuit ნადირობა მისი საყვარელი საქმიანობაა / გატაცებაა; outdoor pursuits რეგულარული აქტიური დასვენება ღია ცის ქვეშ (მაგ. კლდეზე ცოცვა, კანოეთი ცურვა და ა.შ.);
◇ in pursuit of ძიებაში, დაუოკებელ სწრაფვაში [შდრ. აგრ. 1]; in pursuit of his own personal ambitions საკუთარი პირადი ამბიციების დაკმაყოფილების სწრაფვაში.