1. 1) წმინდა, სუფთა, მინარევების / დანამატების გარეშე; pure gold წმინდა / ხალასი ოქრო; pure chocolate სუფთა შოკოლადი;
2) ერთგვაროვანი, სუფთა სახისა, რაიმესთან შერეული რომ არ არის; pure alcohol სუფთა / გაუზავებელი სპირტი; pure oxygen ჟანგბადი სუფთა სახით; pure stand მეტყ. ჯიშობრივად ერთგვაროვანი ნარგაობა; pure wool წმინდა შალი;
3) სუფთა, დაბინძურებული რომ არ არის; pure air სუფთა ჰაერი; pure water ანკარა წყალი;
4) წმინდასისხლიანი, წმინდა სისხლისა; pure German shepherd puppies წმინდასისხლიანი გერმანული ნაგაზის ლეკვები; pure Englishman წმინდა სისხლის ინგლისელი;
2. ემოც.-გამაძლ. 1) უბრალო; ნამდვილი; სრული; by pure chance უბრალო შემთხვევითობის წყალობით; pure coincidence [prejudice] უბრალო დამთხვევა [ცრურწმენა]; it is a pure waste of time დროის ტყუილუბრალოდ კარგვაა; pure bliss სრული ნეტარება;
2) აშკარა, დაუფარავი; with pure joy [hate] აშკარა / დაუფარავი სიხარულით [სიძულვილით];
3. უბიწო, უმანკო, უმწიკვლო, სპეტაკი; to lead a pure life ʘ უბიწო ცხოვრებას ეწევა; pure in mind and body სულითა და ხორცით უბიწო;
4. 1) სუფთა, კეთილხმოვანი, მკაფიო (
ითქმის ხმის შესახებ);
2) მუს., ფიზ. ერთსიხშირიანი, არაკომბინირებული / არასინთეზირებული (ითქმის ბგერის და მისთ. შესახებ); pure tone წმინდა ტონი;
5. ერთგვაროვანი, ერთი ტონისა / ელფერისა (ითქმის ფერის შესახებ); pure white snow ქათქათა თეთრი თოვლი;
6. თეორიული, განყენებული, პრაქტიკას მოწყვეტილი; pure physics თეორიული ფიზიკა;
◇ pure and simple გამაძლ. ნამდვილი, სრული, უბრალო; მხოლოდ ... და მეტი არაფერი; it's laziness, pure and simple ეს სხვა არაფერია, თუ არა სიზარმაცე; the pure and simple truth ნამდვილი / სრული ჭეშმარიტება.