1. ტუმბვა (ტუმბავს), ტუმბოთი და მისთ. ამა თუ იმ მიმართულებით ამოძრავება / გადაქაჩვა (აირისა, წყლისა და ა.შ.); to pump dry მთლიანად ამოტუმბვა / ამოქაჩვა, ტუმბვით დაცლა / ამოშრობა; the heart pumps blood around the body გული სისხლს მთელს ორგანიზმში ამოძრავებს;
2. (ტუმბოს და მისთ. საშუალებით) ამა თუ იმ მიმართულებით დინება (მიედინება) / მოძრაობა (ითქმის აირის, წყლის და ა.შ. შესახებ); blood was pumping out of his wound ჭრილობიდან სისხლი სდიოდა / მოედინებოდა;
3. ზევით-ქვევით ან აქეთ-იქით სწრაფად მოძრაობა (ამოძრავებს; მოძრაობს); I pumped the handle like crazy გაშმაგებით დავეჯაჯგურე სახელურს; to pump smb.'s hand ვინმესთვის ხელის ენერგიულად ჩამორთმევა (მისალმებისას);
4. პულსირება (პულსირებს), ცემა, ფეთქვა; his heart pumped hard მას ძლიერ უცემდა გული; his head was pumping საფეთქელი უცემდა / უფეთქავდა;
5. საუბ. ვინმესთვის რისამე თქმევინება (ათქმევინებს) / დაწვრილებით გამოკითხვა;
▭ to pump into / in / (smth.) რაიმეში დიდი ფულის და მისთ. ჩადება (˂ჩა˃დებს); he pumped all his savings into the business მთელი თავისი დანაზოგი ბიზნესში ჩადო;
to pump into (smb.) ვინმესთვის რისამე გაგებინება (˂გა˃აგებინებს) / ჩიჩინით თავში ჩადება;
to pump out 1) ამოტუმბვა (˂ამო˃ტუმბავს), ამოქაჩვა; to pump the water out of the tank ავზიდან წყლის ამოტუმბვა;
2) საუბ. განუწყვეტლივ რისამე დიდი რაოდენობით გამოცემა (გამოსცემს) / გამოშვება; a radio pumping out music რადიო, რომელიც გაუთავებლად გადასცემს მუსიკას;
to pump up 1) დატუმბვა (˂და˃ტუმბავს), დაჭირხნა; to pump up a car tyre მანქანის საბურავის / სალტის გაბერვა;
2) საუბ. გაზრდა (˂გა˃ზრდის), მომატება; interest rates were pumped up last week საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა გასულ კვირას;
◇ to pump iron საუბ. სიმძიმეებით ვარჯიში; ≅ კუნთების ბერვა; to pump bullets into smb. ვისიმე ტყვიებით დაცხრილვა; to pump smb. full of smth. ვინმესთვის რისამე ზომაზე მეტის მიცემა, ვისიმე გაჭყეპა (განსაკ. წამლებით); they pumped her full of painkillers მათ იგი ტკივილგამაყუჩებლებით გაჭყიპეს; to pump smb.'s stomach ვინმესთვის კუჭის ამორეცხვა (რომელსაც მიმართავენ ორგანიზმის მოწამვლისას).