1. ბოლვა (აბოლებს) / გაბოლება / მოწევა სიგარეტისა, ჩიბუხისა, სიგარისა (აგრ. to puff at / on / smth.); he puffed (away) on his pipe ჩიბუხი გააბოლა; he puffed a cloud of cigarette smoke into my eyes სიგარეტის კვამლი თვალებში შემომაბოლა;
2. 1) ბოლვა (ბოლავს), კვამლის, ორთქლის ბოლქვებად გამოშვება;
2) კვამლის, ორთქლის ბოლქვებად გამოსვლა (გამოვა); smoke was puffing out of the chimney საკვამურიდან ბოლი ბოლქვ-ბოლქვად ამოდიოდა;
3. 1) საუბ. ქშინვა (ქშინავს), მძიმედ სუნთქვა, ქოშინი (განსაკ. ფიზიკური დატვირთვის შემდეგ);
2) ქოშინით თქმა (იტყვის);
4. ქშინვით / ბოლის გამოშვებით ამა თუ იმ მიმართულებით მოძრაობა (მოძრაობს)
ითქმის მატარებლის და ა.შ. შესახებ; the train puffed into the station მატარებელი ქშინვით შევიდა სადგურში;
5. დაბერვა (˂და˃უბერავს), ˂და˃ქროლა (ითქმის ქარის შესახებ ); the air from the sea came puffing in our faces ზღვიდან წამოსული ნიავი სახეში გვიბერავდა;
6. საუბ. ჩვეულ. კიცხვ. მეტისმეტად ქება (აქებს), ხოტბის შესხმა, ქებით ცამდე აყვანა;
▭ to puff out 1) გაბერვა (˂გა˃ბერავს); to puff out one's cheeks ლოყების გამობერვა;
2) წამოშვერა (˂წამო˃იშვერს), გამოზნექა; he puffed out his chest with pride მან მკერდი ამაყად გამოზნიქა;
to puff up გაბერვა (˂გა˃ბერავს; ˂გა˃იბერება); შეშუპება, გასივება;
◇ to be puffed up with pride ʘ სიამაყით იბერება, იბღინძება, to puff and pant / აგრ. საუბ. to puff and blow / ქშინვა, მძიმედ სუნთქვა, ქოშინი (ფიზიკური დატვირთვის შემდეგ).