1. პროპორცია; რაოდენობრივი (თანა)ფარდობა; პროპორციულობა; თანაზომიერება, შესაბამისობა; in [out of] proportion to პროპორციულად, თანაზომიერად, შესაბამისად [არაპროპორციულად, არათანაზომიერად, შეუსაბამოდ]; his arms were long in proportion to the rest of his body ტანთან შედარებით გრძელი ხელები ჰქონდა; payment in proportion to work done ანაზღაურება გაწეული შრომის მიხედვით; imports were in proportion to exports იმპორტი ექსპორტის ტოლი იყო; to be in direct proportion to ʘ ზუსტად / სრულად შეესაბამება / შეესატყვისება რაიმეს [შდრ. აგრ. 5 1)]; the demand was out of (all) proportion to the supply მოთხოვნა დიდად აღემატებოდა მიწოდებას; the punishment is out of proportion to the crime სასჯელი ბევრად აღემატება დანაშაულის ხასიათს; to have an eye for proportion პროპორციის შეგრძნების ქონა, თვალზომის ქონა; what's the proportion of boys to girls in your class? როგორია ბიჭებისა და გოგონების რაოდენობრივი თანაფარდობა თქვენს კლასში? თქვენს კლასში ბიჭები და გოგონები რამდენ-რამდენი არიან?
2. pl ზომა, სიდიდე; მასშტაბი, მოცულობა; a ship of majestic proportions უზარმაზარი გემი; try to divide your tasks to more manageable proportions ეცადეთ, დავალება უფრო ადვილად შესასრულებელ მოცულობებად დაყოთ; political unrest is reaching alarming proportions პოლიტიკური მღელვარება საგანგაშო მასშტაბს აღწევს;
3. ნაწილი, წილი; ფარდობითი სიდიდე / რაოდენობა; you have not done your proportion of work თქვენი წილი სამუშაო არ შეგისრულებიათ; to pay one's proportion of the expenses ხარჯების საკუთარი წილის გადახდა; a large proportion of the earth's surface is covered by sea დედამიწის ზედაპირის უდიდესი ნაწილი წყლით არის დაფარული; a significant proportion of the population მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი; the proportion of women graduates has increased კურსდამთავრებული ქალების რიცხვმა / რაოდენობამ იმატა;
4. პოეტ. კონფიგურაცია, ფორმა, მოყვანილობა; ფიგურა, გამოსახულება;
5. 1) მათ. პროპორცია; in direct proportion to პირდაპირპროპორციულად [შდრ. აგრ. 1];
2) სამთა წესი (აგრ. rule of proportion);
◇ to keep smth. in proportion რაიმეზე სათანადოდ / გაზვიადების გარეშე რეაგირება, რაიმეზე ადეკვატური რეაქციის ქონა; it's hard for her to keep the problem in proportion მისთვის ძნელია ამ საკითხზე ადეკვატურად რეაგირება; to have [to keep, to lose] a sense of proportion ზომიერების გრძნობის ქონა [დაცვა, დაკარგვა]; out of (all) proportion (to smth.) გაზვიადებულად; to blow / to get / smth. out of proportion რისამე გაზვიადება / გაბუქვა / უტრირება; რისამე გაზვიადებულად წარმოჩენა.