ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

prone adjective
[prəʊn]
ბეჭდვა

1. რაიმესადმი მიდრეკილების მქონე, რაიმე რომ ახასიათებს / სჩვევია; რისამე ზემოქმედება რომ შეიძლება განიცადოს; he's prone to forgetting things ადვილად ავიწყდება ყველაფერი; გულმავიწყობა ახასიათებს; I'm prone to headaches ხშირად თავის ტკივილები მაქვს ხოლმე; he was prone to depressions even as a teenager მას მოზარდობის დროსაც კი ახასიათებდა დეპრესიებისადმი მიდრეკილება; some plants are very prone to disease ზოგიერთი მცენარე ძლიერ არის მიდრეკილი დაავადებებისადმი; prone to injury ტრავმებს ხშირად რომ იღებს; working without a break makes you more prone to error შესვენებების გარეშე თუ იმუშავებ, შეცდომის დაშვების მეტი შანსი გაქვს; he's prone to gain weight მას წონაში მომატებისადმი / სიმსუქნისადმი მიდრეკილება აქვს; tired drivers were found to be particularly prone to ignore warning signs დადგინდა, რომ დაღლილი მძღოლები განსაკუთრებით ხშირად უგულებელყოფენ ხოლმე გამაფრთხილებელ საგზაო ნიშნებს; the coastal region is prone to earthquakes ზღვისპირა რეგიონში ხშირია მიწისძვრები;

2. (-prone) რთული სიტყვის კომპონენტი, რომელსაც აქვს მნიშვნელობა: რაიმესადმი მიდრეკილების მქონე; რისამე ზემოქმედება რომ შეიძლება განიცადოს; error-prone შეცდომები რომ სჩვევია, ხშირად რომ ცდება; injury-prone ტრავმებს ხშირად რომ იღებს, ტრავმები ხშირად რომ აწუხებს; accident-prone ხიფათიანი, ფათერაკიანი; უბედური შემთხვევები, ავარიები და მისთ. ხშირად რომ მოსდის;

3. წიგნ. მიწაზე განრთხმული; პირქვე მწოლიარე, წოლელა; the victim lay prone without moving დაზარალებული პირქვე იწვა და არ ინძრეოდა; he was found lying in a prone position იგი პირქვე მწოლიარე იპოვეს [იხ. აგრ. prone position]; his eyes shifted to the prone body on the floor მან იატაკზე პირქვე მწოლიარე გვამზე გადაიტანა მზერა.

pronaos proneness

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0429