ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

promise II verb
[ʹprɒmɪs]
ბეჭდვა

1. დაპირება (˂და˃ჰპირდება), პირობის მიცემა, აღთქმა; he's promised to do all he can to help დაგვპირდა, რითაც შემიძლია დაგეხმარებითო; promise me you will not waste your time დამპირდი, რომ დროს ფუჭად არ დახარჯავ; the government have promised that they'll reduce taxes მთავრობამ გადასახადების შემცირება აღგვითქვა; they promised us a reward ისინი ჯილდოს დაგვპირდნენ / შეგვპირდნენ; the officers promise a return to multiparty rule სამხედროები / ოფიცრები პირობას იძლევიან, რომ ქვეყანა მრავალპარტიულ სისტემას დაუბრუნდება; he reappeared two hours later, as promised დაპირებისამებრ, იგი ორი საათის შემდეგ კვლავ გამოჩნდა / დაბრუნდა;

2. მოსწავება (მოასწავებს); ʘ რისამე ნიშანია, რისამე მოლოდინის საფუძველს იძლევა; the clear sky promises fine weather მოწმენდილი ცა კარგი ამინდის ნიშანია / კარგ ამინდს გვიქადის; there are dark clouds overhead promising rain ცა შავი ღრუბლებითაა დაფარული, რაც წვიმას მოასწავებს; the men's final this afternoon promises to be a very exciting match დღეს ნაშუადღევისთვის დანიშნული ვაჟთა ფინალი საინტერესო ორთაბრძოლას გვიქადის / გვპირდება; the debate during the election campaign promises to be lively მოსალოდნელია / ისეთი პირი უჩანს, რომ დებატები საარჩევნო კამპანიის დროს ცოცხლად ჩაივლის;

to promise (smb.) the earth / the moon, the world / (ვინმესთვის) არარეალური / შეუსრულებელი დაპირებების მიცემა; like most governments in their first term of office they promised the earth როგორც ეს ხელისუფლებაში პირველი ვადით მყოფ მთავრობებს ხშირად სჩვევიათ ხოლმე, ისინიც უხვად არიგებდნენ დაპირებებს; I (can) promise you საუბ. სიტყვას გაძლევ; აი ნახავ, თუ არა; დამიჯერე, მერწმუნე; I can promise you, you'll have a wonderful time სიტყვას გაძლევ / დამიჯერე, შესანიშნავ დროს გაატარებ; if you don't take my advice, you'll regret it, I promise you თუ ჩემს რჩევას არ მიიღებ / არ დამიჯერებ, მერწმუნე, ინანებ; I promise you, it will work! აი ნახავ, თუ არ იმუშავებს!

promise I Promised Land

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0541