ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

promiscuous adjective
[prəʹmɪskjʊəs]
ბეჭდვა

1. კიცხვ. მოუწესრიგებელ სქესობრივ ურთიერთობებს რომ ეწევა, მრავალი სექსუალური პარტნიორი რომ ჰყავს; სქესობრივ ურთიერთობათა თვალსაზრისით განურჩეველი, მოუწესრიგებელი, თავაშვებული; promiscuous behaviour სქესობრივად თავაშვებული / უწესო ქცევა; a promiscuous lifestyle ცხოვრების თავაშვებული სტილი; I suppose I was quite promiscuous in my youth შეიძლება ითქვას, ახალგაზრდობაში საკმაოდ თავაშვებულ ცხოვრებას ვეწეოდი; the risks of promiscuous sexual behaviour რისკები, რომლებიც მოუწესრიგებელ / თავაშვებულ სქესობრივ ქცევას ახლავს თან; the sixties are synonymous with promiscuous sex and free living სამოციანი წლები მოუწესრიგებელი / თავაშვებული სექსისა და თავისუფალი ცხოვრების წესის სინონიმია; to be sexually promiscuous ʘ სქესობრივად განურჩეველია / თავაშვებულია; მოუწესრიგებელ / თავაშვებულ სქესობრივ ცხოვრებას ეწევა;

2. წიგნ. არაერთგვაროვანი, მოუწესრიგებელი; ეკლექტიკური; a stylistically promiscuous piece of music სტილისტიკურად არაერთგვაროვანი / ეკლექტიკური მუსიკალური ნაწარმოები;

3. წიგნ. განურჩეველი, არგამრჩევი; განურჩევლად მოქმედი; promiscuous reading განურჩეველი / უსისტემო კითხვა; promiscuous hospitality is not the way to gain real influence განურჩეველი სტუმართმოყვარეობა რეალური გავლენის მოპოვების გზად ვერ გამოდგება.

promiscuity promiscuously

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0522