ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

project II verb
[prəʹdʒɛkt]
ბეჭდვა

1. 1) ჩვეულ. pass დაგეგმვა (˂და˃გეგმავს); the projected closure of the hospital საავადმყოფოს დაგეგმილი დახურვა; the next volume of the book is projected for publication in February წიგნის მომდევნო ტომის გამოცემა თებერვლისთვის არის დაგეგმილი; there were demonstrations against the projected visit by the Foreign Minister საგარეო საქმეთა მინისტრის დაგეგმილი / მომავალი ვიზიტის წინააღმდეგ დემონსტრაციები გაიმართა;

2) პროექტის შედგენა (˂შე˃ადგენს), პროექტირება, დაგეგმარება; რისამე მოფიქრება; I projected and drew up a plan for the union მე კავშირის გეგმა მოვიფიქრე და შევადგინე; he projected a system to which he strictly adhered მან მოიფიქრა / შეიმუშავა სისტემა, რომელსაც იგი განუხრელად იცავდა / მისდევდა; he carried me to see the palace and to project the garden მან წამიყვანა, რათა სასახლე მენახა და ბაღი დამეპროექტებინა / დამეგეგმარებინა;

2. ხშ. pass ვარაუდი (ვარაუდობს), პროგნოზირება; წინასწარ გაანგარიშება; to project next year's expenses მომავალი წლის ხარჯების პროგნოზირება / წინასწარ გაანგარიშება; projected sales figures საქონლის რეალიზაციის ამსახველი სავარაუდო / პროგნოზირებული ციფრები; company projected an annual growth rate of 3% კომპანიამ მწარმოებლურობის 3%-იანი წლიური ზრდა ივარაუდა / იწინასწარმეტყველა; the unemployment rate has been projected to fall პროგნოზის თანახმად, უმუშევრობა უნდა შემცირდეს; government spending is projected to rise by 3% next year მომავალი წლისთვის ნავარაუდებია / პროგნოზირებულია სახელმწიფო ხარჯების 3%-ით გაზრდა;

3. დაპროექციება (˂და˃აპროექციებს), პროეცირება (გამოსახულებისა და მისთ.); laser images were projected onto a screen ლაზერული გამოსახულებები ეკრანზე პროეცირდებოდა; I had no screen, so I projected the slides onto an old white sheet ეკრანი არ მქონდა და ამიტომ სლაიდები ძველ თეთრ ზეწარზე გავუშვი / ვაჩვენე; images are projected onto the retina of the eye გამოსახულებები თვალის ბადურაზე პროეცირდება;

project I projectile

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0075