1. მომგებიანი, სარფიანი, შემოსავლიანი; ბევრი ფულის მომტანი; a profitable business მომგებიანი / შემოსავლიანი კომერციული საწარმო; it was profitable for them to produce large amounts of food საკვების დიდი რაოდენობით წარმოება მათთვის მომგებიანი / სარფიანი იყო;
2. სასარგებლო, სარგებლის ან სასარგებლო შედეგის მომტანი; ღირებული, მნიშვნელოვანი; a profitable discussion სასარგებლო / ნაყოფიერი განხილვა / დისკუსია; he spent a profitable afternoon in the library ბიბლიოთეკაში ნაშუადღევს გატარებული დრო მისთვის სასარგებლო გამოდგა; I made profitable use of my time ჩემი დრო სასარგებლოდ / პროდუქტიულად გამოვიყენე.