ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

profile I noun
[ʹprəʊfaɪl]
ბეჭდვა

1. პროფილი; she has a lovely profile მას ლამაზი პროფილი აქვს; a picture of the Prime Minister in profile პრემიერ-მინისტრის პორტრეტი პროფილში; this picture shows the girl in profile ამ სურათზე გოგონა პროფილშია გამოსახული; I only saw her face in profile მისი სახე მხოლოდ პროფილში / პროფილიდან დავინახე;

2. 1) აღწერა, აღწერილობა; ვისიმე, რისამე მონაცემები, მახასიათებლები; a job profile სამუშაოს აღწერილობა (თანამდებობის / ვაკანსიის დასაკავებლად საჭირო მოვალეობების, უნარ-ჩვევების და მისთ. ჩამონათვალი); a company profile კომერც. კომპანიის აღწერა, აღწერილობა (კომპანიის ისტორიის, რეპუტაციის, მმართველობის სტრუქტურის, საქმიანობის და სხვ. დახასიათება); an employee profile კომერც. მუშაკის / თანამშრომლის პირადი მონაცემები; an offender profile სპეც. დამნაშავის ფსიქოლოგიური პორტრეტი [იხ. აგრ. profiler; profiling]; they first build up a detailed profile of their customers and their requirements თავდაპირველად ისინი თავიანთი კლიენტებისა და მათი მოთხოვნილებების დეტალურ აღწერილობას / დახასიათებას ადგენენ ხოლმე; more reliable and productive would be a detailed profile of every child's strengths and weaknesses თითოეული ბავშვის ძლიერ და სუსტ მხარეთა დეტალური აღწერილობა უფრო სარწმუნო და პროდუქტიული იქნებოდა; a newspaper published profiles of the candidates' wives ერთ-ერთმა გაზეთმა კანდიდატთა ცოლების ბიოგრაფიული მონაცემები გამოაქვეყნა; a short profile of the actor მოკლე ანგარიში მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ; მსახიობის მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები; a television profile of Clint Eastwood ტელესიუჟეტი კლინტ ისტვუდის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ;

2) კომპ. მომხმარებლის მონაცემები;

3. გამორჩეულობა, საზოგადოების ყურადღების მიპყრობა; შთაბეჭდილება, იმიჯი (საზოგადოების, ხალხის თვალში ); an advertising campaign designed to raise the bank's profile ბანკისადმი საზოგადოების ყურადღების გასაზრდელად გამიზნული სარეკლამო კამპანია; the deal will certainly raise the company's international profile დადებული შეთანხმება უეჭველად გაზრდის კომპანიისადმი ყურადღებას საერთაშორისო მასშტაბით; a high profile განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ყოფნა [იხ. აგრ. ]; this problem has had a high profile in recent months ბოლო თვეების განმავლობაში ეს პრობლემა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო; he is attracting most of the criticism, partly because of his high political profile at the moment კრიტიკის მთავარი სამიზნე იგი ნაწილობრივ იმიტომაც ხდება, რომ მოცემული მომენტისთვის იგი, მისი პოლიტიკური სტატუსიდან გამომდინარე, მუდმივად ყურადღების ცენტრშია; the star has a high profile in Britain ეს ვარსკვლავი ბრიტანეთში საყოველთაოდ ცნობილი პიროვნებაა; ამ ვარსკვლავს ბრიტანეთში დიდი სახელი აქვს; a low profile შეუმჩნევლობა, მინიმალური ყურადღების მიპყრობა [იხ. აგრ. low profile]; I advised her to keep a low profile for the next few days მე მას ვურჩიე, ეცადე მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ყურადღება არ მიიქციო-მეთქი; he's been in a bit of trouble recently so he's trying to keep a low profile ამ ბოლო ხანებში რაღაც პრობლემები აქვს და ამიტომ ცდილობს, მაინცდამაინც ყურადღება არ მიიქციოს / თვალში არავის მოხვდეს; the government is trying to keep a low profile on this issue მთავრობა ცდილობს, ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ღიად არ დააფიქსიროს;

proficient profile II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0469