1. 1) წარმოება (აწარმოებს), დამზადება, გამოშვება (სამრეწველო პროცესის გზით); a factory that produces microchips ფაბრიკა, რომელიც მიკროჩიპებს აწარმოებს / ამზადებს / უშვებს; they produce over 245 cars a week ისინი კვირაში 245 ავტომობილზე მეტს აწარმოებენ / უშვებენ; the factory hasn't begun to produce yet ქარხანას მუშაობა / პროდუქციის გამოშვება ჯერ არ დაუწყია;
2) წარმოება (აწარმოებს), მოყვანა (სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და მისთ.); Canada produces high-quality wheat კანადა მაღალი ხარისხის ხორბალს აწარმოებს; Spain produces a great deal of wine for export ესპანეთი დიდი რაოდენობით აწარმოებს საექსპორტო ღვინოს; this region produces the grapes used in champagne ამ რეგიონში მოჰყავთ ყურძენი, რომელიც შამპანურის დასამზადებლად გამოიყენება; farmers must produce a good deal more than they themselves need ფერმერებმა იმაზე გაცილებით უფრო მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია უნდა აწარმოონ / მოიყვანონ, ვიდრე თავად ესაჭიროებათ;
2. წარმოქმნა (წარმოქმნის), გამომუშავება, გენერირება; these trees produce rubber ეს ხეები კაუჩუკს გამოიმუშავებენ; this plant will produce small yellow flowers in the spring გაზაფხულზე ეს მცენარე პატარა ყვითელ ყვავილებს გამოიღებს; plants produce oxygen მცენარეები ჟანგბადს გამოიმუშავებენ / გამოყოფენ; burning oil produces carbon dioxide ნავთობის დაწვის შედეგად ნახშირორჟანგი წარმოიქმნება; the pancreas is an organ in the body that produces insulin პანკრეასი ორგანიზმის ის ორგანოა, რომელიც ინსულინს ˂გამო˃იმუშავებს / გამოყოფს; red blood cells are produced in the bone marrow სისხლის წითელი უჯრედები / ერითროციტები ძვლის ტვინში წარმოიქმნება; the sun produces light and heat მზე სინათლესა და სითბოს გამოსცემს;
3. დაბადება (˂და˃ბადებს), შობა, გაჩენა (შვილისა, ნაშიერისა); her duty was to produce an heir to the throne მისი მოვალეობა ტახტის მემკვიდრის შობა იყო; parents are responsible for the offspring they produce მშობლები პასუხს აგებენ მათ მიერ გაჩენილ შვილებზე; he is the greatest musician this country has ever produced ხატოვნ. იგი ამ ქვეყნის ყველა დროის უდიდესი მუსიკოსია; an adult cat may produce kittens three times a year ზრდასრულ კატას წელიწადში სამჯერ შეუძლია კნუტების გაჩენა / დაყრა; female sheep produce one or two lambs at a time დედალი ცხვრები ერთ ჯერზე ერთ ან ორ კრავს აჩენენ / იგებენ ხოლმე;
4. შექმნა (
˂შე
˃ქმნის); გაკეთება, მომზადება / დამზადება (
საკუთარი ინტელექტის, ნიჭის ან უნარის ხარჯზე); to produce a work of art ხელოვნების ნაწარმოების შექმნა; she produces the most wonderful paintings and she's only six იგი უშესანიშნავეს ფერწერულ ტილოებს ქმნის, არადა მხოლოდ ექვსი წლისაა; inventors and famous scientists usually produce a string of new ideas, not just one გამომგონებლები და სახელგანთქმული
მეცნიერები ჩვეულებრივ ერთი კი არა, მთელი რიგი ახალი იდეების ავტორებად გვევლინებიან ხოლ
მე; she's asked me to produce a report on the state of the project მან პროექტის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის მომზადება მთხოვა; she can produce delicious meal from simple ingredients მას შეუძლია უბრალო ინგრედიენტებისგან საუცხოო საჭ
მელი გააკეთოს / მოამზადოს;
5. გამოწვევა (˂გამო˃იწვევს), შედეგად მოტანა; the prime minister's speech produced an angry response from the opposition პრემიერ-მინისტრის სიტყვამ ოპოზიციის მრისხანე რეაქცია გამოიწვია; all our efforts have not produced an agreement მთელი ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა; this policy did not produce the desired effect ამგვარმა პოლიტიკამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო; her remarks produced an awkward silence მისმა შენიშვნებმა უხერხული სიჩუმე გამოიწვია; nuts produce an allergic reaction in some people ზოგიერთ ადამიანში ნიგოზი ალერგიულ რეაქციას იწვევს; if used on delicate skin, this cream may produce a stinging sensation ნაზ კანზე წასმის შემთხვევაში ამ კრემმა ჩხვლეტის / წვის შეგრძნება შეიძლება გამოიწვიოს; the election did not produce a clear victory for any party ამ არჩევნებმა ვერც ერთ პარტიას ვერ მოუტანა აშკარა გამარჯვება;
6. წარ˂მო˃დგენა (წარ˂მო˃ადგენს), მოყვანა, ჩვენება (დოკუმენტისა, მტკიცებულებისა და მისთ.); to hire a car you must produce a passport and a current driving licence ავტომანქანის დასაქირავებლად პასპორტისა და მოქმედი მართვის მოწმობის წარ˂მო˃დგენაა საჭირო; can you produce any proof of your date of birth? შეგიძლიათ თქვენი დაბადების თარიღის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოადგინოთ / მოიყვანოთ? she produces no evidence for her belief თავისი აზრის დასასაბუთებლად მას არანაირი ფაქტები არ მოჰყავს; they had produced all kinds of arguments against her მათ ქალის წინააღმდეგ ათასგვარი არგუმენტი ჰქონდათ მოყვანილი; at the meeting the finance director produced the figures for the previous year კრებაზე ფინანსურმა დირექტორმა გასული წლის ციფრები წარმოადგინა / მოიყვანა;
7. (from, out of) ჯიბიდან და სხვ. ამოღება (˂ამო˃იღებს); one of the men suddenly produced a gun from his pocket უეცრად ერთ-ერთმა მამაკაცმა ჯიბიდან პისტოლეტი ამოიღო; he produced a letter from his desk which he asked me to read მან თავისი საწერი მაგიდის უჯრიდან წერილი ამოიღო და მთხოვა წამეკითხა; the magician produced a rabbit from a hat ილუზიონისტმა ქუდიდან ბოცვერი ამოიყვანა;
8. პროდიუსირების გაწევა (˂გა˃უწევს), წარმოების ორგანიზება, მხატვრული და საორგანიზაციო-საფინანსო მხარის კონტროლირება (კინოფილმისა, სპექტაკლისა, მუსიკალური ჩანაწერისა და სხვ. – გადაღების, დადგმის, ჩაწერის და სხვ. პროცესში); he produced two plays and a film last year შარშან მან ორ პიესასა და ერთ კინოფილმს გაუწია პროდიუსირება; Costner produced and directed the film კევინ კოსტნერი ამ ფილმის პროდიუსერი და რეჟისორი იყო; he's produced some of the top Broadway shows მან ბროდვეიზე დადგმულ რამდენიმე მაღალი რანგის შოუს გაუწია პროდიუსირება; he has produced his own sports magazine მან თავისი საკუთარი სპორტული ჟურნალი გამოსცა;
9. მათ. წირის გაგრძელება (˂გა˃აგრძელებს).