ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

proclaim verb
[prəʹkleɪm]
ბეჭდვა

1. რისამე გამოცხადება (˂გამო˃აცხადებს), რისამე შესახებ განცხადება; the President proclaimed the republic's independence [a state of emergency] პრეზიდენტმა რესპუბლიკის დამოუკიდებლობა [საგანგებო მდგომარეობა] გამოაცხადა; she was proclaimed Queen at the age of fourteen after the sudden death of her father მამამისის უეცარი გარდაცვალების შემდეგ იგი თოთხმეტი წლის ასაკში დედოფლად გამოაცხადეს; it was the famous speech in which he proclaimed that socialism was dead ეს იყო ცნობილი სიტყვა, რომელშიც მან განაცხადა, რომ სოციალიზმი მოკვდა; self-proclaimed თვითმარქვია; თვითგამოცხადებული; a self-proclaimed champion of the working class მუშათა კლასის ინტერესების თვითმარქვია დამცველი;

2. წიგნ. (რისამე) ცხადლივ ჩვენება (აჩვენებს); ʘ რისამე ნიშანია, რაიმე მოწმობს; this street, more than any other, proclaims the character of the town ქალაქის ხასიათი ყველაზე მეტად ამ ქუჩაში ჩანს / ვლინდება; his accent proclaimed him to be a Scot აქცენტი მის შოტლანდიელობას მოწმობდა / აჩვენებდა; the stripes on his uniform proclaimed his seniority შევრონები მის უნიფორმაზე წოდებით მის უფროსობას მოწმობდა; wearing scarves and hats which proclaimed their allegiance, the football fans flooded into the bar ფეხბურთის გულშემატკივრები, რომელთა ქუდები და შარფებიც აჩვენებდა, თუ რომელ გუნდს უჭერდნენ ისინი მხარს, ჯგუფად შევიდნენ ბარში.

pro-choice proclamation

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0550