ალბათობა, მოსალოდნელობა;
რისამე მოხდომის შესაძლებლობა / შანსი; the probability of accident was overwhelming უბედური შემთხვევის ალბათობა / შესაძლებლობა ძალზე დიდი იყო; what is the probability of winning? როგორია გამარჯვების ალბათობა / შანსი? there's a high probability that he'll get the job იმის მაღალი ალბათობა / დიდი შანსი არსებობს, რომ მას ამ სამუშაოზე აიყვანენ; it now seems a probability rather than just a possibility ახლა ეს მოსალოდნელი უფრო ჩანს, ვიდრე უბრალოდ შესაძლებელი; there is a 60% probability that the population will be infected with the disease არსებობს იმის 60%-
იანი ალბათობა / შანსი, რომ მოსახლეობა ამ დაავადებით ინფიცირდება; transition probability
მათ. პირობითი ალბათობა; absolute probability უპირობო ალბათობა; a priori probability აპრიორული ალბათობა;
⌇ probability theory მათ. ალბათობის თეორია;
◇ in all probability ალბათ, შესაძლოა; ეტყობა, როგორც ჩანს; თითქმის უეჭველია; they had better get used to the fact that in all probability, they are going to lose მათთვის უმჯობესია, წინასწარ შეეგუონ იმ აზრს, რომ ისინი, როგორც ჩანს / თითქმის უეჭველია, დამარცხდებიან; she will, in all probability, have left before we arrive ალბათ / თითქმის უეჭველია, იგი მანამდე წავა, სანამ ჩვენ იქ მივალთ; mistakes can and, in all probability, will occur შეცდომები შეიძლება მოხდეს და, ალბათ / სავარაუდოა, მოხდება კიდევაც.