1. 1) დაბეჭდვა (˂და˃ბეჭდავს) სტამბური წესით, კომპიუტერის პრინტერის მეშვეობით და მისთ.; do you want your address printed at the top of the letter? გინდათ წერილის თავში თქვენი მისამართი დაგიბეჭდოთ? the bottom line on this page hasn't been properly printed ამ გვერდზე ქვედა სტრიქონი ცუდად არის დაბეჭდილი; this machine can print 60 pages in a minute ამ აპარატს წუთში 60 გვერდის დაბეჭდვა შეუძლია; the photocopier isn't printing well ეს ფოტოპირგადასაღები აპარატი კარგად არ ბეჭდავს; I'm printing a copy of the document for you შენთვის დოკუმენტის ასლს ვბეჭდავ; click on the icon when you want to print თუ რამის დაბეჭდვა გინდა, ხატულაზე / პიქტოგრამაზე მაუსი დააწკაპუნე;
2) დაბეჭდვა (˂და˃იბეჭდება); ʘ ქაღალდზე და სხვ. გამოისახება / აღიბეჭდება (ითქმის ტექსტის, ასოების და მისთ. შესახებ); my letter hasn't printed yet – is something wrong with the printer? ჩემი წერილი ჯერ არ დაბეჭდილა – პრინტერი ხომ არ გაფუჭდა? press enter, then the document should print "ენტერს" დააჭირე და დოკუმენტი დაიბეჭდება; I'm waiting for a document to print ველოდები, დოკუმენტი როდის დაიბეჭდება;
2. 1) დაბეჭდვა (˂და˃ბეჭდავს), ბეჭდურად გამოცემა (წიგნისა, გაზეთისა და მისთ.); they printed 80 000 copies of the book მათ წიგნის 80 000 ეგზემპლარი დაბეჭდეს; over five million copies of the paper are printed every day ყოველდღიურად ამ გაზეთის ხუთ მილიონზე მეტი ეგზემპლარი იბეჭდება; forty thousand booklets have been printed for the exhibition გამოფენისთვის ორმოცი ათასი ბუკლეტი დაიბეჭდა;
2) ˂და˃ბეჭდვა (˂და˃იბეჭდება); ʘ ბეჭდურად გამოიცემა (ითქმის წიგნის, გაზეთის და მისთ. შესახებ); maps were printing in one of the rooms ერთ-ერთ ოთახში რუკები იბეჭდებოდა; the first editions were still printing პირველი გამოცემები ჯერ კიდევ იბეჭდებოდა / ბეჭდვის პროცესში იყო;
3. რისამე დაბეჭდვა (˂და˃ბეჭდავს), ბეჭდურად გამოქვეყნება (გაზეთში, ჟურნალში და მისთ.); they printed his letter in Tuesday's paper მისი წერილი გაზეთის სამშაბათის ნომერში დაბეჭდეს / გამოაქვეყნეს; all today's newspapers have printed the minister's speech in full ყველა დღევანდელმა გაზეთმა სრულად დაბეჭდა / გამოაქვეყნა მინისტრის სიტყვა; the newspaper should not have printed the photographs of the crash გაზეთს ავარიის ამსახველი ფოტოგრაფიები არ უნდა გამოექვეყნებინა;
4. ფოტოსურათის დაბეჭდვა (
˂და
˃ბეჭდავს)
ნეგატივიდან; I'm having the pictures developed and printed
ფოტოგრაფს (ფოტო)სურათებს ვამჟღავნებინებ და ვაბეჭდვინებ; photographs are better if they are printed from the original negative ორიგინალური ნეგატივიდან დაბეჭდილი ფოტოსურათები უკეთესი ხარისხის გამოდის;
5. ბეჭდვით სახეების / ორნამენტების გამოყვანა (გამოიყვანს) / აღბეჭდვა (ქსოვილზე, ქაღალდზე); ქსოვილის დაჩითვა; a pattern which is printed onto the fabric by hand ორნამენტი, რომელიც ქსოვილზე ხელით არის დატანილი / აღბეჭდილი; a skirt printed with brightly coloured flowers ხასხასა ფერადი ყვავილების ორნამენტით დაჩითული ქვედაბოლო; a printed silk shirt დაჩითული / სახეებიანი აბრეშუმის პერანგი;
6. აღბეჭდვა (აღბეჭდავს), ანაბეჭდის / კვალის დატოვება (რისამე ზედაპირზე; აგრ. გადატ.); the mark of the man's shoe was printed in the mud ტალახში მამაკაცის ფეხსაცმლის კვალი იყო აღბეჭდილი; the tracks of the large animal were clearly printed in the sand დიდი ცხოველის ნაკვალევი გარკვევით აღბეჭდილიყო ქვიშაზე; the memory of that day was indelibly printed on his brain ხატოვნ. იმ დღის მოგონება წარუშლელად აღიბეჭდა მის ტვინში / მეხსიერებაში;
7. ბეჭდური ასოებით ˂და˃წერა (˂და˃წერს), ჩაწერა (ტექსტისა, სიტყვებისა და მისთ.); in some countries children learn to print when they first go to school ზოგიერთ ქვეყნებში ბავშვებს, როდესაც ისინი სკოლაში იწყებენ სიარულს, ბეჭდური ასოებით წერას ასწავლიან; please print your name and address clearly in the space provided თუ შეიძლება, ბეჭდური ასოებით გარკვევით ჩაწერეთ თქვენი სახელი და მისამართი ფურცელზე გამოყოფილ / ცარიელ ადგილას; there was a long, white envelope on her desk, with her name printed on it ქალის საწერ მაგიდაზე გრძელი, თეთრი კონვერტი იდო, რომელზეც ბეჭდური ასოებით მისი სახელი ეწერა;
▭ to print off = to print out; could you print a copy off for me? შეგიძლიათ ერთი ასლი ამომიბეჭდოთ?
to print out კომპ. რისამე ამობეჭდვა (˂ამო˃ბეჭდავს), დაბეჭდვა (კომპიუტერიდან, პრინტერის მეშვეობით) [იხ. აგრ. printout]; I'll just print out this file ახლავე ამოვბეჭდავ ამ ფაილს; can you print out a copy of that letter for me? მაგ წერილის ერთ ასლს ვერ ამომიბეჭდავთ? I'll print the file out and then we can look at it ფაილს ამოვბეჭდავ და მერე შეგვიძლია ვნახოთ / გადავხედოთ;
◇ the printed word / page / ბეჭდვითი / ბეჭდური სიტყვა (დაბეჭდილ ნაწარმოებთა ერთობლიობა, ყველაფერი რაც დაბეჭდილა); as a newspaper publisher he understood the power of the printed word როგორც გაზეთის გამომცემელმა, მან კარგად იცოდა ბეჭდვითი სიტყვის ძალა.