1. შრიფტი, ნაბეჭდი; in large [small, bold] print მსხვილი [წვრილი, მუქი] შრიფტით [იხ. აგრ. small print]; the title is in bold print სათაური მუქი შრიფტითაა აკრეფილი / დაბეჭდილი; the print's so small in this book that I can hardly read it ამ წიგნში ისეთი წვრილი შრიფტია, რომ ძლივს ვკითხულობ; columns of tiny print წვრილი ნაბეჭდის / წვრილი შრიფტით ნაბეჭდი სვეტები; laser printers give high quality print ლაზერული პრინტერები მაღალი ხარისხის შრიფტს / ნაბეჭდს იძლევა; there was no print at all on the backs of the tickets ბილეთების უკანა მხარეებზე არავითარი ნაბეჭდი / ტექსტი არ იყო;
2. პრესა, ნაბეჭდი გამოცემები (გაზეთები, ჟურნალები, წიგნები) [იხ. აგრ. ⌇]; the debate is still raging, both in print and on the radio and television გაცხარებული დებატები ჯერ კიდევ მიმდინარეობს როგორც პრესაში, ასევე რადიოსა და ტელევიზიაში; this was not mentioned in print პრესაში ამის შესახებ არაფერი თქმულა;
3. 1) უპირატ. ამერ. ბეჭდური გამოცემა (გაზეთი, ჟურნალი, წიგნი); the prints პრესა; the Government prints სამთავრობო გამოცემები / გაზეთები; published in the popular prints პოპულარულ გამოცემებში გამოქვეყნებული / დაბეჭდილი;
2) ნაბეჭდი ასლი / პირი, ამონაბეჭდი (დოკუმენტისა, ტექსტისა); prints of the Memorandum can be inspected შესაძლებელია მემორანდუმის ნაბეჭდი ასლების / ამონაბეჭდების შემოწმება;
4. 1) ანაბეჭდი, კვალი; ნაკვალევი (
რისამე ზედაპირზე) [
შდრ. აგრ. footprint]; his feet left deep prints in the soft soil მისმა ტერფებმა რბილ ნიადაგზე ღრმა ანაბეჭდები / კვალი დატოვა; the prints of his hands left in the dust მტვერში / მტვრიან ზედაპირზე დარჩენილი მისი ხელების / ხელისგულების კვალი; the
dog left prints all over the kitchen floor ძაღლმა სამზარეულოს მთელს იატაკზე დააჩნია თავისი
ფეხების ნაკვალევი;
2) თითის ანაბეჭდი (აგრ. fingerprint); the burglar had left his prints all over the window ბინის ქურდს თავისი თითის ანაბეჭდები მთელს ფანჯარაზე დაეტოვებინა; his prints were found on the gun პისტოლეტზე მისი თითის ანაბეჭდები აღმოჩნდა; his prints were found all over the house and he was arrested the next day მისი თითების ანაბეჭდები მთელს სახლში აღმოჩნდა და იგი მეორე დღესვე დააპატიმრეს;
3) მოძვ. რისამე კვალი, ნარჩენი; ნასახი;
5. სპეც. შტამპი, ტვიფრი;
6. 1) გრავიურა, ესტამპი;
2) რეპროდუქცია, ფოტორეპროდუქცია (ნახატისა); a print of Van Gogh's "Sunflowers" ვან გოგის "მზესუმზირების" რეპროდუქცია;
7. 1) ფოტ. ფოტოგრაფიული ანაბეჭდი, ფოტოსურათი (ნეგატივიდან დაბეჭდილი); colour print ფერადი ფოტოსურათი; how many sets of prints would you like? ფოტოსურათების რამდენი კომპლექტი დაგიბეჭდოთ?
2) კინ. კინოფილმის პირი / ასლი, პოზიტიური პირი / ასლი;
8. 1) დაჩითული / სახეებიანი ქსოვილი; ჩითი; bright prints to make dresses ხასხასა ჩითის ქსოვილები კაბების შესაკერად;
2) სახე, ორნამენტი (დაჩითული ქსოვილისა და მისთ.); a floral [paisley] print ყვავილებიანი [პეიზლის შალის] ორნამენტი;
3) ჩითისგან შეკერილი ტანსაცმელი; ჩითის ნაწარმი;
⌇ the print media ბეჭდვითი / ბეჭდური მედია [იხ. აგრ. 2]; print unions ტიპოგრაფიულ საწარმოთა მუშაკების პროფესიული კავშირები [იხ. აგრ. 2]; a print dress ჩითის კაბა;
◇ in print ა) რომ იბეჭდება / ქვეყნდება; შეძენა / შოვნა რომ შეიძლება (ითქმის წიგნის და მისთ. შესახებ); is her work still in print? მისი ნაწარმოები ჯერ კიდევ იბეჭდება / გამოიცემა / იშოვება? the novel was first published in 1880 and has been in print ever since ეს რომანი პირველად 1880 წელს გამოიცა და მას შემდეგ სისტემატურად იბეჭდება / სულ გაყიდვაშია; ბ) ნაბეჭდი / ბეჭდური სახით; დაბეჭდილი, გამოქვეყნებული; it must be really exciting to see your work in print ალბათ მართლაც ძალიან სასიხარულოა, როდესაც შენს ნაშრომს დაბეჭდილს / ბეჭდური სახით იხილავ; it was the first time I had seen my name in print მაშინ პირველად ვნახე ჩემი სახელი გაზეთში, წიგნში და მისთ. დაბეჭდილი; გ) მოძვ., დიალ. ზუსტად, დიდი სიზუსტით; მოწესრიგებულად, წესრიგში; სრულყოფილად, დახვეწილად; out of print რომ აღარ იბეჭდება / აღარ ქვეყნდება; შეძენა / შოვნა რომ აღარ შეიძლება (ითქმის წიგნის და მისთ. შესახებ); I'm afraid you can't order that book – it's out of print სამწუხაროდ, მაგ წიგნს ვერ შეუკვეთთ – იგი აღარ იბეჭდება / აღარ გამოიცემა; the book you want just went out of print, but perhaps I can find a used copy for you წიგნი, რომელიც თქვენ გნებავთ, აღარ იბეჭდება / აღარ გამოდის, მაგრამ ალბათ მოვახერხებ ნახმარი ეგზემპლარი გიშოვოთ; classic literature never goes out of print კლასიკური ლიტერატურის გამოქვეყნება არასოდეს შეწყდება; კლასიკურ ლიტერატურას ბეჭდვიდან არასოდეს ამოიღებენ; to get into print ʘ დაიბეჭდა, გამოქვეყნდა; very little of his poetry actually got into print მისი პოეზიის ძალზე მცირე ნაწილია დაბეჭდილი / გამოქვეყნებული; in the print სასტამბო-საგამომცემლო საქმიანობაში / ბიზენსში; for our mother, only a minimum of education was required to ensure a good safe job in the print დედაჩვენის აზრით, სასტამბო-საგამომცემლო ბიზნესში კარგი და საიმედო სამსახურის / სამუშაო ადგილის საშოვნელად მინიმალური განათლებაც საკმარისი იყო.