ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

print I noun
[prɪnt]
ბეჭდვა

1. შრიფტი, ნაბეჭდი; in large [small, bold] print მსხვილი [წვრილი, მუქი] შრიფტით [იხ. აგრ. small print]; the title is in bold print სათაური მუქი შრიფტითაა აკრეფილი / დაბეჭდილი; the print's so small in this book that I can hardly read it ამ წიგნში ისეთი წვრილი შრიფტია, რომ ძლივს ვკითხულობ; columns of tiny print წვრილი ნაბეჭდის / წვრილი შრიფტით ნაბეჭდი სვეტები; laser printers give high quality print ლაზერული პრინტერები მაღალი ხარისხის შრიფტს / ნაბეჭდს იძლევა; there was no print at all on the backs of the tickets ბილეთების უკანა მხარეებზე არავითარი ნაბეჭდი / ტექსტი არ იყო;

2. პრესა, ნაბეჭდი გამოცემები (გაზეთები, ჟურნალები, წიგნები) [იხ. აგრ. ]; the debate is still raging, both in print and on the radio and television გაცხარებული დებატები ჯერ კიდევ მიმდინარეობს როგორც პრესაში, ასევე რადიოსა და ტელევიზიაში; this was not mentioned in print პრესაში ამის შესახებ არაფერი თქმულა;

3. 1) უპირატ. ამერ. ბეჭდური გამოცემა (გაზეთი, ჟურნალი, წიგნი); the prints პრესა; the Government prints სამთავრობო გამოცემები / გაზეთები; published in the popular prints პოპულარულ გამოცემებში გამოქვეყნებული / დაბეჭდილი;

2) ნაბეჭდი ასლი / პირი, ამონაბეჭდი (დოკუმენტისა, ტექსტისა); prints of the Memorandum can be inspected შესაძლებელია მემორანდუმის ნაბეჭდი ასლების / ამონაბეჭდების შემოწმება;

principles of war print II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0439