1. პრინციპი, ვისიმე ქცევის წესი, რწმენა; it's against my principles ეს ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება; he has high moral principles იგი მაღალი ზნეობრივი პრინციპების მატარებელია; he's got no principles at all! მას საერთოდ არანაირი პრინციპები არ გააჩნია! she considered herself to be a woman of principle იგი თავს პრინციპულ ადამიანად / ქალად თვლიდა; he doesn't eat meat on principle იგი პრინციპის გამო არ ჭამს ხორცს; she refuses to wear fur. It's a matter of principle with her იგი ბეწვეულის ტარებაზე უარს ამბობს. ეს მისთვის პრინციპის საკითხია;
2. პრინციპი, ძირითადი / ზოგადი წესი, კანონი ან იდეა (რისამე მოქმედებისა, ფუნქციონირებისა და ა.შ.); the principles of French law ფრანგული სამართლის პრინციპები; the organization works on the principle that all members have the same rights ეს ორგანიზაცია იმ პრინციპით საქმიანობს, რომ მის ყველა წევრს თანაბარი უფლებები აქვს; the system works on the principle that heat rises ამ მექანიკური სისტემის მუშაობა იმ პრინციპს ეფუძნება, რომ სითბო ზევით ადის; the basic principles of business management ბიზნესის მართვის / მენეჯმენტის ძირითადი პრინციპები; the principles behind government policies პრინციპები, რომელთაც მთავრობის პოლიტიკა ეფუძნება; the general principle is that education should be available to all children up to the age of 16 ზოგადი პრინციპი ის გახლავთ, რომ განათლება 16 წლამდე ასაკის ყველა ბავშვისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს;
3. ქიმ. ელემენტი, შემადგენელი კომპონენტი (განსაკ. აქტიური, ამა თუ იმ თვისების / ეფექტის განმსაზღვრელი);
4. ძირითადი წყარო; საფუძველი; პირველმიზეზი; it was believed that the first principle of all things was water მიაჩნდათ, რომ ყველაფრის უპირველესი საფუძველი წყალი იყო;
◇ in principle ა) პრინციპში, თეორიულად; in principle, the new software should make the accounting system a lot simpler პრინციპში / წესით, ახალმა კომპიუტერულმა პროგრამამ საბუღალტრო აღრიცხვის სისტემა მნიშვნელოვნად უნდა გაამარტივოს; in principle there is nothing that a human can do that a machine might not be able to do one day პრინციპში / კაცმა რომ თქვას, არ არსებობს არაფერი, რის გაკეთებაც ადამიანს შეუძლია, რასაც ერთ მშვენიერ დღეს მანქანა ვერ შეძლებდეს; ბ) პრინციპში, ზოგადად; დეტალების ცოდნის ან დაკონკრეტების გარეშე; they have approved the changes in principle მათ პრინციპში მოიწონეს ცვლილებები / რეფორმები; the government has agreed in principle to a referendum მთავრობა პრინციპში დათანხმდა რეფერენდუმის ჩატარებაზე.