ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

price II verb
[praɪs]
ბეჭდვა

1. რაიმესთვის (ამა თუ იმ) ფასის დადება (˂და˃ადებს), რისამე ფასის განსაზღვრა, რისამე შეფასება; the tickets are priced at $100 each თითო ბილეთი 100 დოლარი ღირს; the car is priced at £28 000 მანქანის ფასად 28 000 გირვანქა სტერლინგია განსაზღვრული; მანქანა 28 000 გირვანქა სტერლინგი ღირს; a reasonably priced house სახლი, რომელსაც გონივრული ფასი ადევს; these goods are priced too high ამ საქონელს მეტისმეტად მაღალი ფასი ადევს;

2. (up) გასაყიდი საქონლის ფასის მითითება (˂მი˃უთითებს) / აღნიშვნა, გასაყიდი საქონლისთვის ფასის აღმნიშვნელი ეტიკეტის / იარლიყის მიმაგრება; could you price the goods on that shelf next, please თუ შეიძლება, გვერდით თაროზე იმ გასაყიდ საქონელს ფასის აღმნიშვნელი ეტიკეტი მიამაგრე;

3. რისამე ფასის გაგება (˂გა˃იგებს) / გარკვევა, რისამე ფასის კითხვა; I have been pricing radios in the London shops ლონდონის მაღაზიებში დავდივარ და რადიოების ფასებს ვკითხულობ / ვარკვევ; we priced various models before buying this one სხვადასხვა მოდელების ფასი ვიკითხეთ, სანამ ამას ვიყიდდით; we went around all the travel agents pricing the different tours ყველა ტურისტულ აგენტს ჩამოვუარეთ და სხვადასხვა ტურების ფასები გავიკითხეთ;

to price oneself out of the market მეტისმეტად მაღალი / არარეალური ფასის მოთხოვნა / დადება (საქონლისთვის ან მომსახურებისთვის); in their desire for large profits they were pricing themselves out of the market მაქსიმალურ მოგებას დახარბებულნი, ისინი მეტისმეტად მაღალ / არარეალურ ფასებს ადებდნენ თავის საქონელს; you'll price yourself out of the market if you ask that much ასეთ მაღალ ფასს თუ მოითხოვ, მყიდველი აღარ გეყოლება.

price I price controls

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0481