1. 1) თავის მოჩვენება (˂მო˃აჩვენებს) / მოკატუნება, თვალთმაქცობა; he pretended to his family that everything was fine თავისი ოჯახის წევრებს იგი თავს ისე აჩვენებდა, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო; we pretended that nothing had happened თავი ისე დავიჭირეთ, თითქოს არაფერი მომხდარიყო; he's not asleep – he's just pretending არ სძინავს – უბრალოდ თავს იკატუნებს / იმძინარებს; of course I was angry – I can't pretend otherwise რა თქმა უნდა, გავბრაზდი – თავს ვერ მოგაჩვენებთ, თითქოს ასე არ ყოფილიყოს;
2) წიგნ. რისამე გამოხატვა (გამოხატავს), სიმულირება; she pretended an interest she did not feel იგი გამოხატავდა ინტერესს, რომელსაც სინამდვილეში არ განიცდიდა;
3) რისამე წარმოდგენა (წარმოიდგენს) / დაჯერება, თამაში (განსაკ. ითქმის ბავშვების შესახებ); let's pretend that we're astronauts მოდით, ვითომ ასტრონავტები ვართ; the children pretended that they were dinosaurs ბავშვები თამაშობდნენ, ვითომ დინოზავრები იყვნენ;
2. (ჩვეულ. უარყოფით წინადადებებში) პრეტენზიის ქონა (აქვს) / განცხადება (რაიმეზე); I don't pretend to be an expert on the subject ამ საკითხში ექსპერტობაზე პრეტენზიას არ ვაცხადებ; I don't pretend that I know much about the subject, but ... პრეტენზია არ მაქვს, თითქოს ამ საკითხის შესახებ ბევრი რამ ვიცოდე, მაგრამ ...; the book doesn't pretend to be a great work of literature ამ წიგნს ლიტერატურული შედევრობის პრეტენზია არა აქვს.