1. 1) (at) დამსწრე, რაიმეს რომ ესწრება, რაიმეზე რომ იმყოფება; to be present at a meeting კრებაზე დასწრება;
2) (in) სახეზე არსებული; რაიმეში რომ არის / გვხვდება; analysis showed that traces of arsenic were present in the body ანალიზმა სხეულში დარიშხანის არსებობის ნიშნები აჩვენა;
3) (ჩვეულ. to) ვინმეს წარმოდგენაში / გონებაში არსებული; to be present to the imagination ვინმეს წარმოდგენაში არსებობა; to be present to one's mind არ დავიწყება; ʘ ახსოვს;
2. ახლანდელი; ამჟამინდელი, ამჟამად არსებული, თანამედროვე; the present Cabinet ახლანდელი კაბინეტი / მთავრობა; present price (of gold) (ოქროს) ბაზარზე არსებული ფასი; at the present time ახლა, ამჟამად, ამ მოცემული მომენტისთვის; in the present circumstances ამჟამად არსებულ პირობებში; ამჟამად შექმნილ ვითარებაში;
3. მოცემული; the present volume მოცემული წიგნი; no excuse in the present case ამ შემთხვევაში არავითარი გამართლება არ შეიძლება; the present writer ამ სტრიქონების ავტორი;
4. გრამ. აწმყო; present tense აწმყო დრო; present participle აწმყო დროის მიმღეობა;
5. მოძვ. სწრაფი, მარდი; ოპერატიული; დახმარებისთვის მზადმყოფი;
◇ present company დამსწრენი; present company excluded დამსწრეებზე არ ლაპარაკობენ; all present and correct, ამერ. all present and accounted for ა) ყველა სახეზეა, ყველა ადგილზეა; ბ) ყველაფერი თავის ადგილზეა, ყველაფერი წესრიგშია.