1. 1) მომზადება (˂მო˃ამზადებს; ˂მო˃ემზადება); to prepare a report ანგარიშის მომზადება; a hotel room is being prepared for them მათთვის სასტუმროს ნომერს ამზადებენ; the college prepares students for a career in business კოლეჯი სტუდენტებს / მოსწავლეებს ბიზნესმენის კარიერისთვის ამზადებს; they're preparing for the big match ისინი მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადებიან; have you prepared for your interview? მოემზადე გასაუბრებისათვის?
2) refl (for) რაიმესთვის მომზადება (˂მო˃ემზადება), გამზადება; you need to prepare yourself for a long wait ხანგრძლივი ლოდინისთვის უნდა მოემზადო; the police are preparing themselves for trouble at the demonstration პოლიცია დემონსტრაციის დროს არეულობებისთვის / უწესრიგობისთვის ემზადება; the troops prepared themselves to go into battle ჯარები ბრძოლაში ჩასართველად მოემზადნენ / გაემზადნენ;
2. 1) მომზადება (˂მო˃ამზადებს), გაკეთება (საჭმლისა და მისთ.); he was in the kitchen preparing lunch იგი სამზარეულოში იყო და ლანჩს ამზადებდა; she'll prepare the food ahead of time and freeze it იგი საჭმელს წინასწარ მოამზადებს და გაყინავს; prepare the sauce while the pasta is cooking მოამზადე / გააკეთე საწებელი, სანამ მაკარონი იხარშება;
2) დამზადება (˂და˃ამზადებს), მომზადება, გაკეთება (წამლისა, პრეპარატისა და მისთ.); remedies prepared from herbal extracts მცენარეული ექსტრაქტებისგან დამზადებული მედიკამენტები / სამკურნალო საშუალებები;
3. მუს. მომზადება (˂მო˃ამზადებს) დისონანსისა კონსონანსში გადასასვლელად;
4. 1)
ტექ. წინასწარ დამუშავება (
˂და
˃ამუშავებს);
2) სამთ. მადნის გამდიდრება (˂გა˃ამდიდრებს);
◇ to prepare the ground (for smth.) ნიადაგის მომზადება, ხელსაყრელი პირობების შექმნა (რაიმესთვის); the committee will prepare the ground for next month's meeting კომისია ნიადაგს მოამზადებს მომავალ თვეში გასამართი შეხვედრისთვის / სხდომისთვის.