ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

prejudice I noun
[ʹprɛdʒʊdɪs]
ბეჭდვა

1. მიკერძოებული / წინასწარშექმნილი აზრი; წინაზრახვა; მიკერძოება, ტენდენციურობა; I pray … that thou keep these things without prejudice ბიბლ. გემუდარები, პირუთვნელად დაიმარხო ეს, და ნურაფერს აღასრულებ მიკერძოებით; without prejudice მიუკერძოებლად, წინასწარშექმნილი აზრის გარეშე [შდრ. აგრ. 3]; to have a prejudice against smth. რაიმეზე წინასწარშექმნილი ცუდი აზრის ქონა; prejudice against black people უსაფუძვლო ანტიპათია / არაკეთილგანწყობილება შავკანიანთა მიმართ; a prejudice in favour of smb. ვინმეს მიმართ გაუმართლებელი / უსაფუძვლო კეთილგანწყობა;

2. ცრურწმენა, არასწორი / ცრუ შეხედულება; to be steeped in prejudice ʘ ცრურწმენითაა შეპყრობილი / მოცული;

3. ზიანი, ვნება, ზარალი (ვინმესთვის მიკერძოებულად / უსამართლოდ მიყენებული); უსამართლობა; to the prejudice / in prejudice / of smb., smth. ვისიმე, რისამე საზიანოდ; to the prejudice of one's health საკუთარი ჯანმრთელობის საზიანოდ; without prejudice to ვინმესთვის, რაიმესათვის ზიანის მიუყენებლად [შდრ. აგრ. 1];

to terminate / to dismiss / with extreme prejudice მერ. სლ. მოკვლა, მკვლელობის ჩადენა.

prejudication prejudice II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0478