ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

possible adjective
[ʹpɒsəbl]
ბეჭდვა

1. 1) შესაძლებელი, შეძლება, მიღწევა ან განხორციელება რომ შეიძლება; it is possible to get there by bus იქ მისვლა ავტობუსით არის შესაძლებელი / შეიძლება; I walk or use public transport whenever possible ფეხით დავდივარ, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვსარგებლობ, როდესაც კი ეს შესაძლებელია; computer technology makes it possible for many people to work from home კომპიუტერული ტექნოლოგია ბევრი ადამიანისთვის შინ მუშაობას ხდის შესაძლებელს; as quickly [much, soon] as possible რაც შეიძლება სწრაფად [ბევრი, მალე];

2) შესაძლო, სავარაუდო; მოსალოდნელი, პოტენციური; a possible future president შესაძლო მომავალი პრეზიდენტი; პირი, რომელიც შესაძლოა პრეზიდენტი გახდეს; the possible side effects of the drug მედიკამენტის შესაძლო გვერდითი მოვლენები; heavy rain is possible later in the day დღის მეორე ნახევარში შესაძლოა / მოსალოდნელია კოკისპირული წვიმა; you need to look at the possible consequences of your actions შენი საქციელის შესაძლო / სავარაუდო შედეგებზე უნდა დაფიქრდე; it's just possible that I gave them the wrong directions შესაძლოა / შეიძლება, მე მათ გზა არასწორად მივასწავლე;

3) შესაძლო, მისაღები, დასაშვები; there are several possible explanations ამის რამდენიმე შესაძლო ახსნა არსებობს; that's one possible solution to the problem ეს ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი შესაძლო გზაა; there are four possible candidates for the job ამ სამუშაოზე ასაყვანად ოთხი შესაძლო / შესაფერისი კანდიდატი გვყავს;

2. არსებ. მნიშვნ. 1) შესაძლებელი / შესაძლო რამ; to do one's possible ყველაფრის გაკეთება, რაც კი შესაძლებელია; ყველა ღონის ხმარება; management is the art of the possible მენეჯმენტი შესაძლებლის ხელოვნებაა; the discrepancy between the possible and the real შეუსაბამობა შესაძლოსა და რეალურს შორის;

2) ჩვეულ. pl შესაძლებლობა;

3) შესაძლო კანდიდატი; შესაძლო წევრი, მფლობელი, ეჭვმიტანილი, პარტნიორი და ა.შ.; the presidential possibles პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატები;

the best [biggest, fastest, cheapest, etc] possible ყველაზე უკეთესი / კარგი [დიდი, სწრაფი, იაფი და ა.შ.] რაც კი შეიძლება; it was the best possible surprise anyone could have given me ეს იყო საუკეთესო სიურპრიზი, რაც კი ვინმეს ჩემთვის შეეძლო გაეკეთებინა; until the last possible moment სულ ბოლო მომენტამდე; რაც შეიძლება დიდხანს / გვიან; what is the worst possible thing that could happen? ყველაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს?

possibility possibly

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0186