ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

positive II adjective
[ʹpɒzətɪv]
ბეჭდვა

1. (about) პოზიტიური, კონსტრუქციული, ოპტიმისტური; რაიმესადმი პოზიტიურად / კონსტრუქციულად / ოპტიმისტურად განწყობილი; a positive attitude [outlook] პოზიტიური / ოპტიმისტური დამოკიდებულება [თვალსაზრისი / ხედვა]; the power of positive thinking პოზიტიური / კონსტრუქციული აზროვნების უნარი; she tried to be more positive about her new job იგი შეეცადა, თავისი ახალი სამსახურისადმი უფრო პოზიტიურად / ოპტიმისტურად განწყობილიყო; the report ended on a positive note მოხსენება პოზიტიურ / ოპტიმისტურ ნოტზე მთავრდებოდა;

2. ქმედითი, ეფექტიანი; რეალური, კონკრეტული; a positive benefit რეალური / კონკრეტული სარგებელი; we need to take positive steps to improve the situation of families in poverty ქმედითი / რეალური ნაბიჯები უნდა გადავდგათ ღარიბი ოჯახების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად; it's a relief to know that something positive is being done შვების გრძნობა მოაქვს იმის ცოდნას, რომ რაღაც რეალური / კონკრეტული კეთდება;

3. 1) დადებითი, პოზიტიური, თანხმობის, მოწონების და მისთ. გამომხატველი; a positive answer დადებითი პასუხი; we've had a very positive response to the idea ჩვენ მიერ შეთავაზებულ იდეას ძალზე დადებითი / პოზიტიური რეაქცია მოჰყვა; most people have been very positive about the show ხალხის უმეტესობამ შოუსადმი ძალზე დადებითი დამოკიდებულება გამოავლინა;

2) დადებითი, პოზიტიური, კარგი, სასიკეთო; his family have been a very positive influence on him ოჯახმა მასზე ძალზე დადებითი / სასიკეთო გავლენა მოახდინა; overseas investment has had a positive effect on exports საზღვარგარეთულმა ინვესტიციებმა ექსპორტზე დადებითი / პოზიტიური ზემოქმედება მოახდინა; TV can be a positive influence ტელევიზიას დადებითი / სასიკეთო ზეგავლენის მოხდენა შეუძლია;

positive I positive discrimination

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0565