ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

position I noun
[pəʹzɪʃn]
ბეჭდვა

1. 1) (ადგილ)მდებარეობა, ადგილი, განლაგება; პოზიცია; from his position on the cliff top, he had a good view of the harbour კლდის წვერიდან, სადაც იგი იდგა, მის წინაშე ნავსადგურის კარგი ხედი იშლებოდა; you are in a good position next to the window კარგი ადგილი გაქვს / გიკავია ფანჯარასთან ახლოს; well, I've found our position on the map if you want to see where we are რუკაზე ჩვენი ადგილმდებარეობა დავადგინე, ასე რომ, თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ, სად ვართ; are you happy with the position of the chairs? მოგწონს სკამების განლაგება? to be in position თავის / მისთვის განკუთვნილ / სათანადო ადგილზე ყოფნა [შდრ. აგრ. 3];

2) ჩვეულ. pl სამხ. პოზიცია (ჯარებისა და საბრძოლო ტექნიკის მიერ დაკავებული ადგილი); they attacked the enemy positions at dawn მათ მოწინააღმდეგის პოზიციებს განთიადისას შეუტიეს; the troops took up their battle positions at the front line ჯარებმა ფრონტის ხაზზე საბრძოლო პოზიციები დაიკავეს;

2. მდგომარეობა, პოზა, პოზიცია (სხეულისა, საგნისა და სხვ.); I go to sleep on my back but I always wake up in a different position ზურგზე მწოლიარე ვიძინებ, მაგრამ ყოველთვის სხვა მდგომარეობაში / პოზაში მეღვიძება ხოლმე; my leg hurts when I change position როდესაც მდგომარეობას / პოზას ვიცვლი, ფეხი მტკივა; a kneeling position ა) ჩოქელა / დაჩოქილი მდგომარეობა; მუხლებზე დგომა; ბ) სამხ. მდგომარეობა ჩოქელა სროლისათვის; keep the bottles in an upright position ბოთლები ვერტიკალურ / სწორ მდგომარეობაში გეჭიროს / გქონდეს; turn the switch to the off position! ტექ. გადამრთველი ამორთულ მდგომარეობაზე გადაიყვანე!

3. მდგომარეობა, ვითარება, სიტუაცია; I am in a very difficult position ძალიან რთულ მდგომარეობაში / ვითარებაში ვარ; what would you do in my position? როგორ მოიქცეოდით, ჩემს მდგომარეობაში / ჩემს ადგილას რომ იყოთ? his financial position is rather precarious at the moment ამ მომენტისთვის მისი ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ არამყარია; to be in a position to do smth. რისამე გაკეთების შესაძლებლობის ან საშუალების ქონა; ʘ რისამე გაკეთება შეუძლია / ძალუძს [შდრ. აგრ. 1 1)]; I'm sorry, I'm not in a position to help you financially ვწუხვარ, მაგრამ ფინანსურად ვერ დაგეხმარები;

posit position II

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0156