1. 1) დატკაცუნება (˂და˃ატკაცუნებს); ტკაცანის / გასროლის ან მცირე აფეთქების მსგავსი მკვეთრი ხმის გამოცემინება;
2) ტკაცანი (ტკაცანებს), დატკაცუნება; ტკაცანის / გასროლის ან მცირე აფეთქების მსგავსი მკვეთრი ხმის გამოცემა; the sound of corks popping ბოთლიდან ამოვარდნისას საცობების ტკაცანის ხმა; the wood sizzled and popped in the fire შეშა ბუხარში შიშინებდა და ტკაცუნობდა;
2. 1) ტკაცანით გახეთქა (˂გა˃ხეთქს); she jumped as someone popped a balloon behind her ქალი შეკრთა, როდესაც მის ზურგს უკან ვიღაცამ ბუშტი გახეთქა;
2) ტკაცანით გასკდომა (˂გა˃სკდება); the balloon popped ბუშტი გასკდა;
3. საუბ. გასროლა (˂გა˃ისვრის), ვინმესთვის, რაიმესთვის სროლა (ცეცხლსასროლი იარაღისა); he took a shotgun and popped three vandals: one died მან საფანტის თოფი აიღო და სამ ვანდალს / ხულიგანს ესროლა: შედეგად ერთ-ერთი მათგანი მოკვდა;
4. (in, out, over)
საუბ. სწ
რაფად მოძ
რაობა (მოძ
რაობს),
საითკენმე გავარდნა / გაქანება; ცოტა ხნით
სადმე მისვლა / შევლა; I'm just popping out to the shops საყიდლებზე გავრბივარ; I've just got to pop into the bank to get some money ცოტა ფულის ასაღებად ბანკში უნდა შევიარო / შევირბინო; would you pop upstairs and see if Grandad is okay? ზედა სართულზე ხომ არ აირბენდი და ნახავდი, ბაბუა კარგად არის თუ ა
რა? I'll pop over and see you this evening ამ საღამოს შემოგირბენ და გინახულებ;
5. (in, into, on) საუბ. რისამე სადმე ან რაიმეში ჩადება (˂ჩა˃დებს), შედება / შეყოფა, დადება (განსაკ. სწრაფად ან დაუდევრად); pop your bag on here შენი ჩანთა აქ დადე; can you pop the pizza in the oven? შეგიძლია პიცა ღუმელში შედგა / შეაგდო? he popped the piece of gum into his mouth მან პირში საღეჭი რეზინი ჩაიდო; I'll pop the books in on my way home სახლში როდესაც წავალ, წიგნებს გზად ˂შე˃მოგიტანთ / შემოგირბენინებთ; he popped his head around the door and said hello მან კარში თავი შემოყო და თქვა, გამარჯობათო;
6. (out, up) საუბ. უეცრად გამოჩენა (˂გამო˃ჩნდება); უეცრად წარმოქმნა; the window opened and a dog's head popped out ფანჯარა გაიღო და იქიდან ძაღლის თავი გამოჩნდა / ძაღლმა თავი გადმოყო; an idea suddenly popped into his head უეცრად თავში რაღაც აზრი მოუვიდა; if any problems pop up, just give me a ring თუ რაიმე პრობლემები წარმოიქმნა, დამირეკე; just then a letter popped through the letterbox სწორედ ამ დროს საფოსტო ყუთში წერილი შემოვარდა / ჩავარდა; when you open the box, a clown pops out როდესაც ამ კოლოფს აღებ, იქიდან სათამაშო ჯამბაზი ამოხტება ხოლმე; the menu pops up when you click twice on the mouse კომპ. ეს მენიუ ეკრანზე მაშინ ჩნდება / ამოხტება ხოლმე, როდესაც მაუსს ორჯერ დააწკაპუნებ [შდრ. აგრ. pop-up I და II 2];
7. ყურების გაბუგვა (˂გა˃იბუგება, ˂გა˃ებუგება), დაგუბება; my ears always pop as the plane comes in to land როდესაც თვითმფრინავი დასაჯდომად დაშვებას იწყებს, ყოველთვის ყურები მებუგება / მიგუბდება ხოლმე;
8. გადმოკარკვლა (˂გადმო˃იკარკლება, ˂გადმო˃ეკარკლება), ბუდეებიდან გადმოწევა; ფართოდ გახელა (ითქმის თვალების შესახებ) [შდრ. აგრ. pop-eyed]; her eyes popped with amazement გაოცებისგან თვალები გადმოეკარკლა / დაჭყიტა; when she saw the amount written on the cheque her eyes nearly popped out of her head როდესაც მან ჩეკზე გამოწერილი თანხა დაინახა, გაკვირვებისგან ლამის თვალები ბუდეებიდან გადმოსცვივდა;
9. საუბ. ტაბლეტების ყლაპვა (ყლაპავს) / რეგულარულად მიღება (განსაკ. ნარკოტიკების შემცველისა); he was popping pills all afternoon, trying to calm his nerves ნერვების დასაწყნარებლად ნაშუადღევს წარამარა ტაბლეტებს ყლაპავდა; a decade of heavy drinking and popping pills ruined her health ათი წლის განმავლობაში განუწყვეტელმა ლოთობამ და ნარკოტიკების მიღებამ ქალს ჯანმრთელობა დაუნგრია;
10. სლ. იშვ. დაგირავება (˂და˃აგირავებს), ლომბარდში მიტანა; he popped his watch yesterday გუშინ თავისი საათი დააგირავა;
▭ to pop on საუბ. 1) ჩაცმა (˂ჩა˃იცვამს), დახურვა (ტანსაცმლისა, ფეხსაცმლისა, ქუდისა); I'll just pop on a sweater and meet you outside უცბად სვიტრს ჩავიცვამ და გარეთ დაგხვდები; pop your shoes on and let's go ჩაიცვი ფეხსაცმელები და წავიდეთ;
2) ჩართვა (˂ჩა˃რთავს), შეერთება (ელექტროხელსაწყოსი); I'll just pop the kettle on ერთი წუთით, (ელექტო)ჩაიდანს ჩავრთავ / შევაერთებ;
to pop off საუბ. მოკვდომა (˂მო˃კვდება), გარდაცვალება (განსაკ. უეცრად); he popped off at the age of sixty იგი სამოცი წლის ასაკში გარდაიცვალა;
◇ to pop the question საუბ. ვინმესთვის დაქორწინების / ცოლად გაყოლის თხოვნა / შეთავაზება; hasn't Bill popped the question yet? ბილს ცოლად გაყოლა ჯერ არ უთხოვია / არ შე˂მო˃უთავაზებია? to pop one's clogs საუბ. ხუმრ. მოკვდომა, გარდაცვალება.