1. მოსახლეობა; ხალხი, ადამიანები (ამა თუ იმ ადგილას, ტერიტორიაზე, ქვეყანაში და მისთ. მობინადრე); indigenous population მკვიდრი მოსახლეობა, მკვიდრნი; an increase in population მოსახლეობის ზრდა / მატება; Nigeria has a population of nearly 100 million ნიგერიის მოსახლეობა თითქმის 100 მილიონ კაცს შეადგენს; Muslims make up 55% of the population ქვეყნის მოსახლეობის 55% მუსულმანები არიან; areas of dense [of sparse] population მჭიდროდ [მეჩხრად] დასახლებული რაიონები; the male [female] population მამრობითი [მდედრობითი] სქესის მოსახლეობა; the prison population has increased in recent years ბოლო წლებში ციხის მობინადრეთა / პატიმართა რიცხვი გაიზარდა;
2. იშვ. ამა თუ იმ ადგილის დასახლება / მოსახლეობით შევსება;
3. ბიოლ. პოპულაცია;
4. ერთობლიობა (
სტატისტიკაში); general / parent / population გენერალური ერთობლიობა;
5. ფიზ. დასახლება (ამა თუ იმ ენერგეტიკულ დონეზე კონცენტრირებული ატომების ან სუბატომური ნაწილაკების ერთობლიობა);
6. ასტრ. ვარსკვლავური დასახლება; Population III მესამე ტიპის დასახლება (პირველი თაობის ვარსკვლავები, ჰიპოთეზური ვარსკვლავები, რომლებიც დიდი აფეთქების შემდეგ წარმოიქმნენ და ცხოვრების ხანმოკლე ციკლი ჰქონდათ).