ავტორიზაცია | რეგისტრაცია | პაროლის აღდგენა | რეგისტრაციის აქტივაცია
Margaliti დიდი ინგლისურ-ქართული ონლაინ-ლექსიკონი

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მეზობელი სიტყვები

უკანასკნელი დამატებები

სხვა ლექსიკონები

polish II verb
[ʹpɒlɪʃ]
ბეჭდვა

1. (up) გაპრიალება (˂გა˃აპრიალებს); გაწმენდა; uncut gemstones are rather dull-looking and they have to be cut and polished to make them shine დაუმუშავებელი ძვირფასი ქვები საკმაოდ მკრთალად / სადად გამოიყურება და მათი დაწახნაგება და გაპრიალებაა საჭირო იმისთვის, რათა ელვარება დააწყებინო; he polished his glasses with a handkerchief თავისი სათვალის მინები ცხვირსახოცით გაწმინდა / გააპრიალა; to polish the furniture ავეჯის გაპრიალება; polish shoes regularly to protect the leather ტყავის დასაცავად ფეხსაცმელები რეგულარულად გააპრიალე / გაწმინდე;

2. (up) დახვეწა (˂და˃ხვეწს), სრულყოფა, გაუმჯობესება; your essay is good, you just need to polish it a bit შენი თხზულება კარგია, მაგრამ ოდნავ უნდა დახვეწო; the company needs to polish up its image კომპანიამ იმიჯი უნდა გაიუმჯობესოს; the hotel has polished up its act since last year გასული წლის შემდეგ ამ სასტუმროში მომსახურების დონე საგრძნობლად დაიხვეწა / გაუმჯობესდა; you should polish up your Spanish before you go to Chile ჩილეში გამგზავრებამდე ესპანური ენის ცოდნა უნდა დახვეწო;

to polish off 1) საუბ. სწრაფად დამთავრება (˂და˃ამთავრებს) / გათავება, ბოლოს მოღება (საჭმლისთვის, სამუშაოსთვის და მისთ.); he polished off the whole pie მან მთელი ღვეზელი გაათავა; no matter what he is offered to eat he polishes it off in an instant რაც არ უნდა შესთავაზო / მიაწოდო, წამში გადასანსლავს / ბოლოს მოუღებს ხოლმე; I polished off three essays in one week ერთ კვირაში სამ თხზულებას მოვრჩი / სამი თხზულება დავწერე; he polished off his scotch and slammed the glass down მან ვისკი გადაკრა და ჭიქა ხმაურით დადგა მაგიდაზე;

2) უპირატ. მერ. საუბ. მოკვლა (˂მო˃კლავს), ბოლოს მოღება; he was accused of polishing off his former partner მას თავისი ყოფილი პარტნიორის მოკვლაში დასდეს ბრალი; he was polished off with a shotgun blast to the face მას სახეში საფანტის თოფი ესროლეს და ისე მოკლეს.

polish I polished

ონლაინ-ლექსიკონში მოთავსებულ მასალაზე ყველა უფლება დაცულია. ტექსტის უნებართვო გავრცელება ან კოპირება ნაწილობრივ ან მთლიანად, ნებისმიერი სახით და საშუალებით აკრძალულია.

დიზაინი და პროგრამირება: გიორგი ქერეჭაშვილი



0.0434