1. თითის, წვეტიანი საგნის და მისთ. დარტყმა (˂და˃არტყამს) / ჩარტყმა, ტაკება; she poked him in the ribs with her elbow ქალმა მას გვერდში იდაყვი / მუჯლუგუნი გაჰკრა; the boy poked the fish with his finger to see if it was still alive ბიჭმა თევზს თითი მიარტყა / ატაკა იმის გასაგებად, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო თუ არა; you'll poke someone in the eye with that umbrella if you're not careful! ფრთხილად იყავი, თორემ მაგ ქოლგას ვინმეს თვალში მოარტყამ / ატაკებ! he poked at the spaghetti with a fork იგი სპაგეტიში მალიმალ ჩანგალს ასობდა / უჩხიკინებდა; I poked my way to the front of the crowd ხელის კვრითა და მუჯლუგუნებით ხალხში გზა გავიკვლიე და წინ გავედი; to poke a hole into / in, through / smth. წვეტიანი საგნით და მისთ. რისამე გახვრეტა / რაიმეში ნახვრეტის გაკეთება [შდრ. აგრ. ◇];
2. საუბ. მუშტის დარტყმა (˂და˃არტყამს);
3. (into) ჩაყოფა (˂ჩა˃ყოფს), შეყოფა, ჩაჩრა; he poked a hand into one of his pockets მან ხელი ერთ-ერთ თავის ჯიბეში ჩაიყო / ჩაიჩარა; one of the nurses poked her head around the door ერთ-ერთმა ექთანმა კარში თავი შე˂მო˃ყო / ოთახში შე˂მო˃იხედა; someone has poked a message under the door ვიღაცას ბარათი კარის ქვეშ შეუდვია / შე˂მო˃უცურებია;
4. 1) (out of) გამოყოფა (
˂გამო
˃ყოფს), გამოწევა, გამოშვერა; she poked her head out of the window გოგონამ ფანჯრიდან თავი გამოყო / გამოიხედა; a seal poked its head out of the water წყლიდან სელაპმა ამოყო თავი;
2) (out of, through, up) საიდანმე ამოშვერა (ამოიშვირება), ამოყოფა, საიდანმე გამოჩენა; the first green shoots are poking up / through / the soil ნიადაგიდან პირველმა მწვანე ყლორტებმა დაიწყო ამოწვერვა; the end of the cable was left poking out of the wall კედელში კაბელის გამოშვერილი წვერი იყო დატოვებული; I thought I saw a bicycle wheel poking out of the water მომეჩვენა, რომ წყლიდან ამოშვერილი ველოსიპედის ბორბალი დავინახე; the child's head poked from under the blankets საბნების ქვეშიდან ბავშვის თავი გამოჩნდა;
5. ცეცხლის საჩხრეკით გაჩხრეკა (˂გა˃ჩხრეკს), მორევა, გაქექვა (ცეცხლისა, ნაკვერცხლისა – ცეცხლის გასაღვივებლად); she got up and poked the fire ქალი ადგა და ბუხარში ცეცხლი / ნაკვერცხალი გაჩხრიკა;
6. სლ. ვულგ. ვინმესთან სქესობრივი კავშირის დამყარება (˂და˃ამყარებს)/ ქონა (ითქმის მამაკაცის შესახებ);
▭ to poke about = to poke around; I was poking about in the drawer, looking for the key, when I found this! უჯრაში გასაღების საპოვნელად ვიქექებოდი, როდესაც აი, ეს ვიპოვე! he began poking about in the cupboard, looking for the sugar მან შაქრის საპოვნელად კარადაში ქექვა დაიწყო;
to poke along 1) ნელა მოძრაობა (მოძრაობს); ʘ მიღოღავს; he kept the car in the slow lane, poking along at about 40 miles an hour მანქანა გზის განაპირა / ყველაზე ნელ ზოლში მიჰყავდა და საათში დაახლოებით 40 მილის სიჩქარით მიღოღავდა;
2) ნელა / აუჩქარებლად მოქმედება (მოქმედებს); დროის უქმად ტარება, უსაქმურობა; he just poked along all morning მან მთელი დილა უქმად / უსაქმურობაში გაატარა;
to poke around საუბ. ოთახის, უჯრის და მისთ. გადაქექვა (˂გადა˃ქექავს) / გადაჩხრეკა (რისამე საპოვნელად); the police spent the day poking around in his office but found nothing პოლიციელები მთელი დღე მის ოფისს ჩხრეკდნენ / მის ოფისში იქექებოდნენ, მაგრამ ვერაფერს მიაგნეს;
◇ to poke fun at smb., smth. ვისიმე, რისამე დაცინვა, მასხრად აგდება [იხ. აგრ. fun I 1]; her novels poke fun at the upper class თავის რომანებში იგი საზოგადოების მაღალი კლასის წარმომადგენლებს დასცინის; some of the kids were poking fun at her because of the way she was dressed ზოგიერთი ბავშვი გოგონას მისი ჩაცმულობის გამო დასცინოდა; to poke holes in smth. რაიმეში შეცდომების, სუსტი ადგილების და მისთ. პოვნა [შდრ. აგრ. 1]; defence attorneys tried to poke holes in his story დაცვის მხარის ადვოკატები მის ნაამბობში უზუსტობების პოვნას შეეცადნენ; to poke one's nose into smth. საუბ. რაიმეში დაუკითხავად ჩარევა / ცხვირის ჩაჩრა [იხ. აგრ. nose I ◇].