1. 1) სხვის სამფლობელოში, მიწებზე და მისთ. შეჭრა (˂შე˃იჭრება);
2) ბრაკონიერობა (ბრაკონიერობს), უნებართვოდ ნადირობა (აგრ. to be poaching); to poach hares სხვის ადგილ-მამულში კურდღლებზე ნადირობა;
3) გადატ. ჩარევა (˂ჩა˃ერევა), შეჭრა; to poach in other people's business სხვის საქმეში ჩარევა; to poach (up)on smb.'s preserve(s) ვისიმე საქმეში ჩარევა, ვისიმე სფეროში შეჭრა;
2. 1) მითვისება (˂მი˃ითვისებს), გადაღება (სხვისი აზრებისა და მისთ.);
2) უკანონოდ მითვისება (˂მი˃ითვისებს), მოპარვა; გაქურდვა, გაძარცვა;
3) სპორტ. სლ. სტარტისას უპირატესობის მოპოვება (მოიპოვებს) უპატიოსნო ხერხებით; თაღლითობა;
3. 1) გაჭირვებით სიარული (დადის, მიდის) / მოძრაობა; ჩაფლობა (ტალახში და მისთ.);
2) ნაფეხურებით / ნაკვალევით დაფარვა (˂და˃ფარავს; ˂და˃იფარება); ფეხით გათელვა, დატკეპნა; the cattle have poached the meadow ნახირს მდელო ჩლიქებით გადაუთხრია;
3) დასველება (˂და˃სველდება; ˂და˃ასველებს), ატალახება; დაჭაობება (ითქმის ნიადაგის შესახებ);
4. აზელა (აზელს), მოზელა (
თიხისა); მორევა, არევა (
დალბობილი მასისა);
5. სპორტ. ბურთის დარტყმა (˂და˃არტყამს) / მოგერიება პარტნიორის ნაცვლად (წყვილების მატჩისას ჩოგბურთში და მსგავს თამაშებში);
6. უპირატ. დიალ. ნახვრეტში, ღრმულში ჩაყოფა (˂ჩა˃ყოფს), ჩადგმა, გაყოფა (ჯოხისა, თითისა, ფეხისა და მისთ.);
7. დიალ. 1) ხელის კვრა (ჰკრავს), ბიძგება; თითის, ჯოხის ტაკება;
2) გადატ. წაქეზება (˂წა˃აქეზებს), შეგულიანება;
8. მოძვ. დანის და მისთ. დარტყმა (˂და˃არტყამს); გახვრეტა, გაპობა.