1. მძიმედ, ხმაურით დავარდნა (˂და˃ვარდება), დაცემა, დანარცხება, ჩავარდნა (რისამე ზედაპირზე, წყალში და მისთ.); it has been like plumping into cold water ეს ცივ წყალში ჩავარდნას ჰგავდა; he plumped upon his knees beside the bed იგი საწოლის გვერდით მუხლებზე დაეცა; she plumped down next to me on the sofa იგი მოწყვეტით დაჯდა / დაებერტყა ჩემ გვერდით დივანზე; he plumped down in the rocking chair იგი სარწეველა სავარძელში ჩაეშვა / მოწყვეტით ჩაჯდა;
2. 1) სწრაფად ან დაუდევრად რისამე დადება (˂და˃დებს), დაგდება, მიგდება; she plumped the box on the table and left ქალმა კოლოფი მაგიდაზე დააგდო / დაახეთქა და წავიდა; plump the bags down anywhere you like ჩანთები სადაც გაგიხარდება, იქ მიაგდე / დაყარე;
2) refl (down) სწრაფად, მოწყვეტით რაიმეზე დაჯდომა (˂და˃ჯდება) ან დაწოლა; რაიმეზე დანარცხება, დაბერტყება; he rushed in and plumped himself down in a chair იგი ოთახში შემოვარდა და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა / ჩაებერტყა; he plumped himself down on the bed იგი ლოგინზე დაენარცხა / დაებერტყა / მოწყვეტით დაწვა;
3. (for) საუბ. რისამე არჩევა (აირჩევს), არჩევანის გაკეთება / გადაწყვეტილების მიღება (რისამე სასარგებლოდ); we finally plumped for the red car rather than the black one საბოლოოდ წითელი მანქანა ავირჩიეთ და არა შავი; I think I'll plump for the roast chicken, after all ალბათ მაინც შემწვარ ქათამს ავირჩევ; they finally plumped for Peter as the best candidate for the job საბოლოოდ, ვაკანსიის საუკეთესო კანდიდატად პიტერი აირჩიეს;