1. ელექტრ. 1) შტეფსელი, ჩანგალი; a three-pin plug სამკაპა შტეფსელი / ჩანგალი;
2) საუბ. როზეტი, შტეფსელი (აგრ. socket); make sure you turn the television off at the plug ტელევიზორის ქსლიდან გამორთვა არ დაგავიწყდეს;
3) შტეკერი; TV aerial plug ტელევიზორის ანტენის შტეკერი;
2. = spark plug;
3. საცობი, სარჭობი (აბაზანისა, ნიჟარისა, ბოთლისა და ა.შ.; აგრ. stopper); she had put the plug in the sink მან ხელსაბან ნიჟარას საცობი დაუცო;
4. მედ. ტამპონი; ear plug ყურის ტამპონი;
5. ტექ. პლასტმასის დიუბელი (კედელში შურუპის ჩასახრახნი);
6. საუბ. რეკლამა, რისამე რეკლამირება, რაიმესთვის რეკლამის გაკეთება; during the show she managed to put in a plug for her new book შოუს მსვლელობისას ქალმა მოახერხა, რომ თავისი ახალი წიგნისთვისაც გაეკეთებინა რეკლამა;
◇ to pull the plug on საუბ. რისამე შეწყვეტა, შეჩერება; დასრულება, დამთავრება; it's time to pull the plug on this problem დროა ერთხელ და სამუდამოდ დავუსვათ წერტილი ამ პრობლემას.