1. ბაქანი, პლატფორმა (რკინიგზის სადგურზე); the train leaves from platform 2 მატარებელი გადის მეორე ბაქნიდან;
2. 1) მოედანი, პლატფორმა, ბაქანი (რომელზეც რაიმე მოწყობილობაა დამონტაჟებული); an oil platform ნავთობის პლატფორმა (ნავთობსარეწი კომპლექსი ღია ზღვაში); a launch platform სასტარტო მოედანი; გამშვები ბაქანი / პლატფორმა (კოსმოსური ხომალდისა);
2) სამხ. იარაღის ან შეიარაღების სისტემის მატარებელი / გადატანის საშუალება (თვითმფრინავი, გემი ან ავტომანქანა);
3. 1) ფიცარნაგი, სცენა, ტრიბუნა (გამომსვლელთათვის და ა.შ.); the speaker was booed off the platform ორატორს უსტვინეს და ტრიბუნიდან ჩამოაგდეს;
2) გადატ. ტრიბუნა (საშუალება, ადგილი და ა.შ. საკუთარი მოსაზრებების ფართო საზოგადოებისთვის გასაცნობად); she used the newspaper column as a platform for her feminist views ქალი გაზეთის მეშვეობით ცდილობდა საკუთარი ფემინისტური მოსაზრებების გავრცელებას;
4. პოლიტ. პლატფორმა,
ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის შეხედულებები, პოზიცია, სამოქ
მედო პროგრამა
და ა.შ.;
5. კომპ. პლატფორმა, კომპიუტერული სისტემის საბაზო ტექნოლოგია, რომელიც განსაზღვრავს პროგრამულ-აპარატული უზრუნველყოფის მუშაობის პრინციპს;
6. 1) პლატფორმა, ფეხსაცმლის სქელი ლანჩა;
2) pl პლატფორმები, პლატფორმიანი ფეხსაცმელი (აგრ. platform shoes);
7. პლატფორმა, ორსართულიანი ავტობუსის უკანა ბაქანი (ღია / უკარო ასასვლელ-ჩამოსასვლელი ნაწილი პირველ სართულზე);
8. გეოგრ. კონტინენტური ზეგანი / პლატო (აგრ. continental platform / plateau / );
⌇ platform diving სპორტ. წყალში ხტომა კოშკიდან.