1. არქიტ. პლატერესკო (არქიტექტურული სტილი ესპანეთში XV-XVI ს-ში);
2. ზედს. მნიშვნ. 1) არქიტ. პლატერესკოს სტილისა (ითქმის არქიტექტურული ძეგლის, ჩუქურთმის და მისთ. შესახებ); an expensively adorned plateresque chapel მდიდრულად მორთული კაპელა / სამლოცველო პლატერესკოს სტილში;
2) გადატ. ძალზე მდიდრული, ფილიგრანული, უაღრესად ორნამენტირებული / დეტალიზებული; გროტესკული (ითქმის სტილის, მორთულობის და მისთ. შესახებ).