4. ადგილი, წერტილი, არე (
რისამე ზედაპირზე, ადამიანის სხეულზე); the wall was quite damp in places კედელი ზოგიერთ ადგილებში / ალაგ-ალაგ საკმაოდ ნესტიანი იყო; he broke his arm in three places მან ხელი სამ ადგილას მოიტეხა; the blistered place was healing very fast დაბებერავებული / დაწყლულებული ადგილი ძალიან სწრაფად ხორცდებოდა / შუშდებოდა;
5. ადგილი (წიგნში, პიესაში, ფილმში, სიტყვით გამოსვლაში და მისთ.); she had marked her place with a bookmark ადგილი / გვერდი წიგნის სანიშნით ჰქონდა დანიშნული; she spoke to me and I lost my place in the book იგი დამელაპარაკა და ამის გამო დამეკარგა ადგილი, სადაც ვკითხულობდი / სადამდეც კითხვისას მისული ვიყავი [შდრ. აგრ. 6 და 8 2)]; this would be a good place to stop and answer any questions that people have ამ ადგილას კარგი იქნება შეჩერება და პასუხის გაცემა კითხვებზე, რომლებიც მსმენელებს შეიძლება გაუჩნდეთ;
6. დასაჯდომი, დასადგომი და მისთ. ადგილი; come and sit here – I've saved you a place მოდი და აქ დაჯექი – ადგილი დაგიკავე; I don't want to lose my place in the line არ მინდა, რიგში ადგილი დამეკარგოს [შდრ. აგრ. 5 და 8 2)]; my ticket says 6G but there's someone sitting in my place ჩემს ბილეთს ნომერი 6G აწერია, მაგრამ ჩემს ადგილზე ვიღაც ზის; would you like to change places with me so you can see better? ხომ არ გინდა, ადგილი გაგიცვალო / ადგილები გავცვალოთ, უკეთ რომ დაინახო? [შდრ. აგრ. ◇]; they went into the classroom and sat down in their places ისინი საკლასო ოთახში შევიდნენ და თავ-თავიანთ ადგილებზე დასხდნენ; the waiter showed us to our places and gave us each a menu ოფიციანტმა ჩვენი ადგილები გვაჩვენა და თითოეულ ჩვენგანს მენიუ მოგვცა;
7. ადგილი (საზოგადოებაში, იერარქიაში და მისთ.); მნიშვნელობა, როლი, ფუნქცია; he is assured of his place in history მას გარანტირებული აქვს ადგილი ისტორიაში; accurate reporting takes second place to lurid detail მოვლენის ზედმიწევნით ზუსტი გაშუქება მეორე ადგილზეა გადაყვანილი, წინა პლანზე კი შემზარავი / ნატურალისტური დეტალებია წამოწეული; my father believed that people should know their place მამაჩემი თვლიდა, რომ ყველა ადამიანმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს / ყველა ადამიანი თავისი სოციალური მდგომარეობის შესატყვისად უნდა იქცეოდეს; the important place of Christianity in our national culture ქრისტიანობის მნიშვნელოვანი ადგილი / როლი ჩვენს ეროვნულ კულტურაში; it's not your place to give advice რჩევ˂ებ˃ის მიცემა შენი საქმე არ არის; I feel it is not my place to criticize my boss ვხვდები, რომ ჩემი უფროსის გაკრიტიკება ჩემს კომპეტენციაში არ შედის / არ შემეფერება; it is your place to give a speech სიტყვით გამოსვლა შენი მოვალეობაა / შენ მოგეთხოვება;
8. 1) ადგილი, თანამდებობა; სადმე სწავლის ან მუშაობის შესაძლებლობა; there are very few places left on the course ამ სასწავლო კურსზე ძალიან ცოტა ადგილიღა რჩება; she's got a place on / ამერ. in / a fine-arts course ნატიფი ხელოვნების შემსწავლელ კურსებზე ჩააბარა / მოხვდა; she's been offered a place at Bath to study Business მას ბათის უნივერსიტეტში ბიზნესის შესწავლა შესთავაზეს; he was offered a place at Liverpool University მას ლივერპულის უნივერსიტეტში ადგილი / თანამდებობა / ვაკანსიის დაკავება შესთავაზეს; he was offered a place on the management committee მას კორპორაციის ხელმძღვანელ / ადმინისტრაციულ კომიტეტში შესთავაზეს ადგილი / პოსტი;
2) სპორტ. ადგილი, წევრობა (სპორტულ გუნდში); she has won a place in the Olympic team ოლიმპიურ ნაკრებში მოხვდა / დაიმკვიდრა ადგილი; he lost his place in the first team მან პირველ გუნდში თავისი ადგილი დაკარგა; იგი პირველი გუნდის შემადგენლობიდან გამოიყვანეს; if you don't come to training you might lose your place in the team ვარჯიშს თუ გააცდენ, გუნდში ადგილი შეიძლება დაკარგო [შდრ. აგრ. 5 და 6];
9. 1) ჩვეული, განკუთვნილი ადგილი; when you've finished, put the book back in its place on the shelf როდესაც წაიკითხავ, წიგნი ისევ თავის ადგილას დადე თაროზე; make sure you put everything back in its proper place არ დაგავიწყდეს ყველაფრის ისევ თავ-თავის ადგილას დადება;
2) (ხშ. უარყოფით წინადადებებში) შესაფერისი ან უსაფრთხო ადგილი; he still thinks a woman's place is in the home იგი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ქალის ადგილი სახლშია / ოჯახშია; this meeting isn't the place to discuss your problems, I'm afraid უკაცრავად, მაგრამ ეს კრება თქვენი პრობლემების განსახილველად შესაფერისი ადგილი არ არის; these streets are no place for a child to be out alone at night ეს ქუჩები ის ადგილი არაა, სადაც ბავშვმა ღამით მარტომ შეიძლება იაროს;
10. ვისიმე სახლი, საცხოვრებელი, ბინა; what about dinner at my place? ჩემთან ხომ არ ვისადილოთ? we'll have the meeting at my place შეხვედრა / შეკრება ჩემთან სახლში / ჩემს ბინაში გვაქვს დანიშნული; I called at your place but you had been gone half an hour შენთან ვიყავი / შემოგიარე, მაგრამ ნახევარი საათის წასული დამხვდი; I'm fed up with living with my parents, so I'm looking for a place of my own მშობლებთან ერთად ცხოვრება მომბეზრდა და ცალკე ბინას / საცხოვრებელს ვეძებ; they've got quite a big place on the outskirts of Leeds ლიდსის გარეუბანში საკმაოდ დიდი სახლი აქვთ;
11. სპორტ. ადგილი (შეჯიბრებაში და მისთ. დაკავებული); I finished in fifth place რბოლაში მეხუთე ადგილზე გავედი / მეხუთე ადგილი დავიკავე; he took third place / got a third place / in the marathon last year შარშანდელ მარათონში იგი მესამე ადგილზე გავიდა / ფინიშთან მესამე იყო; our team finished in second place ჩვენი გუნდი მეორე ადგილზე გავიდა;
12. მათ. თანრიგი (ციფრის ადგილი რიცხვში, განსაკ. ათწილადში წერტილის / მძიმის შემდეგ); the number is correct to three decimal places რიცხვი სწორია მესამე თანრიგამდე სიზუსტით; to calculate something to 55 decimal places 55-ე თანრიგამდე სიზუსტით რისამე გამოთვლა; a pocket calculator only works to eight decimal places ჯიბის კალკულატორი რიცხვებს მხოლოდ ათწილადის მერვე თანრიგამდე აჩვენებს;
13. (Place) მოკლე ქუჩა, მოედანი, -პლეისი (ქუჩების ან მოედნების სახელწოდებებში; აბრევ. Pl.); Grosvenor Place გროვენორ-პლეისი (ქუჩა ლონდონში); 66 Portland Place პორტლენდ-პლეისის ქუჩა, სახლი ნომერი 66;
◇ all over the place საუბ. ა) ყველგან; there was blood all over the place ყველგან სისხლი / სისხლის შხეფები იყო; new restaurants are appearing all over the place ყველგან ახალი რესტორნები ჩნდება; our products sell in London and Paris and New York and all over the place ჩვენი პროდუქცია იყიდება ლონდონში, პარიზში, ნიუ-იორკში და საერთოდ ყველგან / მთელს მსოფლიოში; ბ) მოუწესრიგებელი, არეულ-დარეული; არაორგანიზებული; she came in with her hair all over the place როდესაც შემოვიდა, თმა დაუვარცხნელი / აბურძგნილი ჰქონდა; your calculations are all over the place შენი გამოთვლები აბსოლუტურად არასწორია / მცდარია; to change / to swap / places (with smb.) სხვის ადგილას აღმოჩენა; (ვინმესთან) როლების გაცვლა (ხშ. უარყოფით წინადადებებში) [შდრ. აგრ. 6]; I'm perfectly happy – I wouldn't change places with anyone აბსოლუტურად ბედნიერი / კმაყოფილი ვარ – სხვას არაფერს ვისურვებდი; one day we shall change places, and you will stay at home and I shall go to work ერთხელაც იქნება, ჩვენ როლებს გავცვლით და შენ შინ დარჩები ხოლმე, მე კი სამსახურში ვივლი; but we like having children, and we wouldn't change places with a childless couple for anything მაგრამ შვილების ყოლა ძალიან მოგვწონს და უშვილო წყვილის ადგილას ყოფნას არავითარ შემთხვევაში არ ვისურვებდით; to fall / to slot / into place მოწესრიგება, დალაგება, მოგვარება; ʘ გასაგები ˂გა˃ხდება; after two weeks in my new job, everything suddenly started to fall into place ჩემს ახალ სამსახურში გატარებული ორი კვირის შემდეგ უეცრად ყველაფერმა დალაგება / წესრიგში მოსვლა დაიწყო; eventually I got a job, and my life began to fall into place ბოლოს და ბოლოს სამუშაო ვიშოვე და ჩემმა ცხოვრებამ დალაგება / მოწესრიგება დაიწყო; so this was where all the money had gone. It all fell into place აი, თურმე სად წასულა მთელი ეს ფული. ახლა ყველაფერი გასაგებია; things were beginning to fall into place in my mind თანდათან ჩემთვის ყველაფერი გასაგები / ნათელი ხდებოდა; to give place to smb., smth. წიგნ. ვინმესთვის, რაიმესთვის ადგილის დათმობა; ʘ ვინმემ, რაიმემ შეცვალა / ჩაანაცვლა [იხ. აგრ. give¹ II IIა 9]; houses and factories gave place to open fields as the train gathered speed მატარებელმა თანდათან სიჩქარეს უმატა და სახლები და ფაბრიკები გაშლილმა ველებმა შეცვალა; to be going places საუბ. ʘ სულ უფრო მეტ წარმატებას აღწევს (პირად ცხოვრებაში, პროფესიულ კარიერაში და მისთ.); a pop star who's definitely going places პოპ-ვარსკვლავი, რომელიც სულ უფრო მეტ წარმატებას აღწევს / რომლის კარიერაც წარმატებულად ვითარდება; to go places იხ. go II I 2; I don't have money to go places ბევრის სამოგზაუროდ / სხვადასხვა ადგილების მოსანახულებლად ფული არა მაქვს; in smb.'s place ვისიმე ადგილზე / ადგილას; ვისიმე მდგომარეობაში; if I were / was / in your place, I'd resign immediately შენს ადგილას რომ ვიყო / შენს ადგილზე დაუყოვნებლივ დავტოვებდი თანამდებობას; I wouldn't like to be in your place შენს ადგილას / შენს მდგომარეობაში ყოფნას არ ვისურვებდი; of course I was upset – just put yourself in my place ცხადია, შეწუხებული ვიყავი – წარმოიდგინეთ თავი ჩემს ადგილზე; in the first place ა) უპირველეს / უწინარეს ყოვლისა; ჯერ ერთი; well, in the first place he has all the right qualifications ჯერ ერთი, მას ყველა საჭირო კვალიფიკაცია აქვს; ბ) საერთოდ; I wish I'd never got involved in the first place! ნეტავ ამ საქმეში საერთოდ არ გავრეულიყავი! I still don't understand why you chose that name in the first place ჯერაც ვერ გამიგია, ეგ სახელი საერთოდ რატომ აირჩიე; how did this error happen in the first place? საერთოდ როგორ მოხდა ეს შეცდომა? in the second, third, etc place მეორეც, მესამეც და ა.შ. (არგუმენტების და მისთ. ჩამოთვლისას); in the first place you are not old and in the second place you are a very attractive man ჯერ ერთი, თქვენ მოხუცი არ ხართ და მეორეც – ძალზე სიმპათიური გარეგნობის მამაკაცი ბრძანდებით; in place ა) (აგრ. into place) საჭირო / მისთვის განკუთვნილ ადგილზე ან მდგომარეობაში; carefully lay each slab in place ფრთხილად დადე თითოეული ფილა თავის ადგილას; the chairs are all in place ყველა სკამი თავ-თავის ადგილებზეა დალაგებული; use tape to hold the picture in place სურათის დასამაგრებლად წებოვანი ლენტი გამოიყენეთ; ბ) ამოქმედებული, დანერგილი, შემოღებული; there are now laws in place to prevent this from happening ამგვარი რამის თავიდან ასაცილებლად ახლა სპეციალური კანონებია მიღებული; contingency plans should be in place შემუშავებული უნდა იყოს / უნდა არსებობდეს საგანგებო ვითარებაში სამოქმედო გეგმები; all the arrangements are now in place for their visit მათი ვიზიტისთვის უკვე ყველაფერი მზადაა; გ) ამერ. ადგილზე, ადგილზევე; მაშინვე, დაუყოვნებლივ; in place of smb., smth. ვისიმე, რისამე ნაცვლად / მაგივრად; if I refused to go, they would send someone else in my place წასვლაზე უარი რომ მეთქვა, ჩემ მაგივრად ვინმე სხვას გაგზავნიდნენ; you can use margarine in place of butter in some recipes ზოგიერთ რეცეპტში კარაქის ნაცვლად მარგარინი შეგიძლიათ გამოიყენოთ; out of place ა) არა თავის ადგილას; არა იქ, სადაც უნდა იყოს / სადაც მისი ადგილია; უადგილო ადგილას; why are my files all out of place? რატომ არის ჩემი საქაღალდეები / ფაილები არეულ-დარეული? the kitchen was spotlessly clean, with nothing out of place სამზარეულო სულ ერთიანად დაწკრიალებული იყო და ყველაფერი თავის ადგილას იდო; ბ) უადგილო, შეუფერებელი; her remarks were out of place მისი შენიშვნები უადგილო იყო; the paintings looked strangely out of place ნახატები აქ უცნაურად უადგილო / შეუფერებელი ჩანდა; I felt very out of place among all those clever people ამ ჭკვიან ადამიანებს შორის თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი; a place in the sun "ადგილი მზის ქვეშ", კარგი / ხელსაყრელი მდგომარეობა; he certainly earned his place in the sun მან ნამდვილად დამსახურებულად მოიპოვა საკუთარი ადგილი მზის ქვეშ / მდგომარეობა, რომელიც უკავია; to put smb. in his / her / place ვინმესთვის თავისი ადგილის ჩვენება, კადნიერების მოშლევინება, ჭკუის სწავლება; at first she tried to take charge of the meeting but I soon put her in her place თავიდან შეეცადა კრების წაყვანა საკუთარ თავზე აეღო, მაგრამ მალევე ვაჩვენე თავისი ადგილი / მალევე "მოვსვი" თავის ადგილზე; to take place მოხდომა; ადგილის ქონა; the concert takes place next Thursday კონცერტი მომავალ ხუთშაბათს შედგება / გაიმართება; talks between the two sides are still taking place მოლაპარაკებები მხარეებს / ამ ორ მხარეს შორის ჯერ კიდევ მიმდინარეობს; major changes are taking place in society საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება; we may never discover what took place that night ჩვენ შეიძლება ვერასოდეს გავიგოთ, რა მოხდა იმ ღამეს; to take smb.'s, smth.'s place, to take the place of smb., smth. ვისიმე, რისამე შეცვლა / ჩანაცვლება; ვისიმე, რისამე ადგილის დაკავება; she couldn't attend the meeting so her assistant took her place კრებაზე დასწრება არ შეეძლო და ამიტომ იგი მისმა თანაშემწემ შეცვალა; computers have taken the place of typewriters in most offices ოფისების უმეტეს ნაწილში საბეჭდი მანქანები კომპიუტერებმა შეცვალა / საბეჭდი მანქანების ადგილი კომპიუტერებმა დაიკავა; the other place ხუმრ. ა) კემბრიჯის უნივერსიტეტი (ოქსფორდის უნივერსიტეტელთათვის); ბ) ოქსფორდის უნივერსიტეტი (კემბრიჯის უნივერსიტეტელთათვის).